THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა

29.03.2017
Teaser

28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში, რომელიც 26 ქვეყანას მოიცავს და დარჩნენ შენგენის ტერიტორიაზე 90 დღით ვადით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

Main Image
Text

საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება თბილისსა და ბრიუსელში სხვდასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

26-27 მარტს თბილისში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, როგორიცაა რეკლამები და დეკორაციები, ქუჩის ფესტივალი აღმაშენებლის გამზირზე და გალა კონცერტი ევროპის მოედანზე.

28 მარტს საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურთა პირველ ნაკადს შეუერთდა და ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების აღსანიშნავად თბილისის აეროპორტიდან ათენში გაფრინდა. იმავე დღეს იგი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.

"საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. ეს არის ისტორიული დღე ყველა ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით ქართველი ხალხისთვის, რომლებსაც დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისა და საქართველოს შემდგომი დაახლოებისა და ურთიერთობების გამტკიცების გზაზე“ განაცხადა ვროპის საბჭოს პრეზიდენტმა.

უვიზო მიმოსვლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: goo.gl/SxAU8l

Post category
News stories
Editorial sections
Georgia