ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღნიშვნით ჩვენი საზოგადოების მარცხს ვაღიარებთ ხოლმე. მთელს მსოფლიოში ქალები და გოგონები არიან ძალადობის სამიზნე – ეს ხდება ოჯახში, სამსახურში და საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით არც ევროკავშია გამონაკლისი, პირიქით, გამოიკვეთა ძალზე შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც სრულიად საპირისპიროა შედეგისა, რაც მიღწეული გვეგონა. ქალები უდიდეს ტკივილს განიცდიან და ძალიან ხშირად ამ ტკივილთან გამკლავება მარტო უწევთ. ქალთა მიმართ ძალადობა მთელი საზოგადოების მიმართ ძალადობის ტოლფასია, ამიტომ მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს და ეს მოქმედება მამაკაცებმა უნდა დაიწყონ. ჩვენ, პოლიტიკის შემქმნელებს, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქალების დაცვაში და საზოგადოების გათვითცნობიერებულობის გაზრდაში: ევროკავშირი მთელს მსოფლიოში ახორციელებს სპეციალურ პროექტებს, რომელთა ნაწილი 2016–2020 წლების ევროკავშირის გენდერული სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული. მაგალითად, ვეხმარებით ახალგაზრდა გოგონებს, უარი თქვან იძულებით გათხოვებაზე, ვმუშაობთ ოჯახებთან და ადგილობრივ ლიდერებთან, რომლებიც ქალების წინდაცვეთის წინააღმდეგ გამოდიან. ვეხმარებით იმ გზავნილის გავრცელებაში, რომ ქალზე ძალადობა მამაკაცის სისუსტეა და არა მისი სიძლიერე.ეს ბრძოლა პირველ რიგში კულტურული ბრძოლაა, რომელიც ყველაფერს მოიცავს და მედიას ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია. თითკმაყოფილების არავითარი საფუძველი არ გვაქვს. როდესაც გენდერული ნიშნით ძალადობას ეხება საქმე, თითოეული სიტყვა უნდა იქნას დიდი სიფრთხილით შერჩეული და ერთადერთი სიტყვა, რომელიც ამ ქმედების ჩამდენს შეესაბამება არის ,,დამნაშავე.“ დემნაშავეა ის, ვინც გოგონებს და ქალებს სწავლის, მუშაობის, პარტნიორის არჩევის თუ მიტოვების უფლებას ართმევს. დამნაშავეა ის, ვინც მათ თავისუფლებას ართმევს.