“ევროპის გუნდი“ (TeamEurope) მიმართავს საქართველოს ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2020

ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გაერთიანდნენ, „ევროპის გუნდის“ (Team Europe) სახით, რათა დაეხმარონ საქართველოს, განსაკუთრებით Covid კრიზისის დროს.

Remote video URL

მიმართვის სრული ტექსტი: 

დღეს ევროპის დღეა. ვიხსენებთ და საზეიმოდ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც, 70 წლის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, დეკლარაცია წარმოადგინა. დეკლარაცია ევროპის კონტინენტზე ომის ლოგიკის დასრულებისა და მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპულ ერებს შორის თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. ეს ხედვა 70 წლის შემდეგ იქცა მშვიდობიან და წარმატებულ ევროკავშირად, რომელიც 27 სახელმწიფოსა და 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს სიამაყით ვუზიარებთ ამ სოლიდარობის სულისკვეთებას ჩვენს ახლო პარტნიორს, საქართველოს, განსაკუთრებით დღევანდელი კრიზის დროს.ევროპის დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენ ერთად ვართ ძლიერნი. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ინსტიტუტები მუშაობენ უფრო ძლიერი ევროპისთვის, უფრო ძლიერი საქართველოსთვის და უფრო მტკიცე ურთიერთობებისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის.ჩვენ ვართ ,,ევროპის გუნდი” (Team Europe) საქართველოში და დღეს ევროპის დღეა!

ამ ვიდეოს მონაწილეები, მათი გამოჩენის თანმიმდევრობით:

არად ბენკო, ავსტრიის ელჩიდესისლავა ივანოვა-კოზლევა. ბულგარეთის ელჩიდიეგო კოლასი, საფრანგეთის ელჩიჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩიკაი კაარელსონი, ესტონეთის ელჩიხორხე ლუსინი სერანო დე არო, ეპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრიოს კარაბალისი, საბერძნეთის ელჩიპეტრ მიკისკა,ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩივიქტორია ჰორვატი, უნგრეთის ელჩიენრიკო ვალვო, იტალიის ელჩიგიედრიუს პუოჯუნასი, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩიმააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი

მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩიანისოარა მარია მიჰაი, რუმინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული   პაველ ვიზდალი, სლოვაკეთის ელჩიბერტ სხოფსი, ბელგიის სამეფოს ელჩიარია მაკონენი, ფინეთის ელჩიმაიკლ ფორბსი, ირლანდიის ელჩიფლორენს ენში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ელჩიტომაჟ მენცინი, სლოვენიის რესპუბლიკის ელჩიკატარინა ბიორლინ ჰანსენი ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  კავკასიის რეგიონული დირექტორი მარეკ შჩიგელი , საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიმაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაშიკარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი

 

მეტი ინფორმაცია „ევროპის გუნდის“ (TeamEurope) საქართველოს მიმართ მხარდაჭერის შესახებ იხილეთ აქ.