ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

COVID-19-ის დაძლევისთვის ევროკავშირი და საქართველო 129 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების შეთანხმებებს ხელს აწერენ

29/09/2020 - 13:32
News stories

დღეს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების ორ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს COVID-19–ის გავრცელებასთან ბრძოლაში და ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული დარტყმის დაძლევაში დაეხმარება.

დღეს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების ორ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს COVID-19ის გავრცელებასთან ბრძოლაში და ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული დარტყმის დაძლევაში დაეხმარება.

ევროკომისარ ვარჰეის თქმით: ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს COVID-19 პანდემიის დროს. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესებისთვის პანდემიიშედეგების შესამსუბუქებლად".

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კრიზისის დაწყებიდან მობილიზებული მხარდაჭერა სხვადასხვა ქმედებებს მოიცავს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარებას პანდემიის შედეგების დაძლევასა და ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. იგი ასევე ითვალისწინებს სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფას, დაუცველი ჯგუფების სოციალურ დახმარებას, ბიზნესებისთვის და ფერმერებისთვის ქვეყნის მასშტაბით სესხებისა და გრანტების გაცემას, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას.

დაფინანსების ორი შეთანხმება, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა ევროკავშირის საქართველოსთვის Covid-19-თან გამკლავებაში დახმარების პაკეტის ფარგლებში, მხარდაჭერას ძირითად სფეროებში გააძლიერებს:

"ხელშეკრულება COVID-19 მიმართ საქართველოს მედეგობისთვის"

75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის საშუალებით  ევროკავშირი მხარს დაუჭერს ქვეყნის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში. გათვალისწინბული ზომები მოიცავს სოციალურ დახმარებას დაუცველი ოჯახებისთვის და ბიზნესების მხარდაჭერას, რომლებმაც რთულ პერიოდში სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლეს. ეს კომპონენტი ასევე ითვალისწინებს ინფიცირების პოტენციური მატებისთვის მოსამზადებლად ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობის გაზრდას.

პროგრამა "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის"        
ევროკავშირი ამ გეგმას 54 მილიონი ევროს ოდენობის გრანტების საშუალებით დაეხმარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას. იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ეკონომიკური განვითარებით ისარგებლოს, პროგრამა გაამახვილებს ყურადღებას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე და კონკრეტულ ქმედებებზე მოქალაქეებისთვის, როგორიცაა ურბანული ზონების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ან მშენებლობა, ტურიზმის განვითარების წახალისება, ასვე მცირე და საშუალო კომპანიების და ინოვაციების მხარდაჭერა. პროგრამა ასევე მოიცავს ზომებს, რომელიც დეცენტრალიზაციას და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უჭერს მხარს.

ეს ორი შეთანხმება „ევროპის გუნდის“ ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის COVID-19–ზე რეაგირების შემადგენელი ნაწილია და ხელი მოეწერა პრემიერ- მინისტრ გახარიას ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის კონტექსტში.

საკითხის ისტორია

ევროკავშირის გლობალური რეაგირება პანდემიასთან საბრძოლველად “ევროპის გუნდის” მიდგომას იზიარებს. იგი ეფუძნება ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის კონტრიბუციებს და აერთიანებს მათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ მობილიზებულ რესურსებთან ჰუმანიტარულ, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში კორონავირუსის პანდემიის შედეგების დაძლევის მიზნით. “ევროპის გუნდის” გლობალური რეაგირების პაკეტი დღეს 36,5 მილიარდ ევროს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

რეაგირება კორონავირუსზე

Languages:
რედაქტორი: