საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა კონფერენციაზე „უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გავლენა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე: საქართველოს, უკრაინის და აზერბაიჯანის მაგალითები“

ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო,

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ამ ღონისძიებისთვის და მოსალოდნელი საინტერესო დისკუსითვის დღევანდელობის ერთ-ერთ მთავარ თემაზე.

ეს არის ერთ-ერთი პირველი ასეთი გამოსვლა ჩემს ამჟამინდელ თანამდებობაზე საქართველოში. მოუთმენლად ველი ყველა თქვენთაგანის გაცნობას; ვიმუშავებ სამომავლო თანამშრომლობისთვის და ევროკავშირ - საქართველოს ურთიერთობების გასაძლიერებლად.

დღევანდელი გამოწვევები საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისთვის და ევროპისთვის ფუნდამენტურია. ჩვენ უსაფრთხოება, საბაზისო წესრიგ და მომავლის ხედვა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ძალებ, რომლებსაც სრულიად განსხვავებული სამყაროს დანახვა სურთ. იმისგან განსხვავებული, რის ასაშენებლადაც ევროპის რამდენიმე თაობა მუშაობდა და განსხვავებული იმისგან, რის მისაღწევადაც საქართველოს ბევრი თაობა იბრძოდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამოწვევის სიმძიმე ყველა ჩვენგანისთვის ცხადი უნდა იყოს. მასზე ერთობლივი რეაგირების შემუშავება და შენარჩუნება დემოკრატიული ქვეყნების კოორდინაციის, ვალდებულებისა და კოლექტიური მსხვერპლის საკითხია.

უკვე რამდენიმე თვეა, ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად უკრაინის სხვადასხვა მხარდაჭერაზე მუშაობს. უპრეცედენტო სოლიდარობამ და ქმედითობამ გამოიწვია ევროკავშირის, როგორც უსაფრთხოების აქტორის როლის არსებითი ცვლილება. თავისი შექმნის დღიდან ევროკავშირმა ომ მყოფი პარტნიორისთვის სამხედრო მხარდაჭერა პირველად უზრუნველყო.

ფინანსური თვალსაზრისით, ეს მხარდაჭერა იზომება მილიარდებში, რომელიც მიმართულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგრადობის გაძლიერებაზე მათი ტერიტორიის და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ეს პირდაპირ სამხედრო და სხვა მხარდაჭერას ემატება, რომელსაც უკრაინას სხვადასხვა ევროპული სახელმწიფო ორმხრივ საფუძველზე უწევ.

შემაკავებელი ზომებისა და სანქციების რამდენიმე ევროპულმა პაკეტმა რუსეთის ლიდერებისა და მათი ხელშემწყობი აქტორების წინააღმდეგ  კრემლის ომის წარმოების უნარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ზოგიერთი ზომის შედეგებს დრო სჭირდება, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთის ეკონომიკა ძალიან მძიმედ არის დაზიანებული და შესაბამისად რუსეთის რეჟიმი დიდ დანაკარგებს განიცდის. რაც დრო გადის, რუსეთი და მისი ეკონომიკა სულ უფრო სუსტდება.

ამავე დროს, და რაც მთავარია, ევროპელმა ქვეყნებმა რუსეთზე ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების გარეშე ცხოვრება თანდათან უნდა ისწავლონ.

ამ ყველაფრის კიდევ ერთ შიდა ევროპულ კუთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში განახლებული სტრატეგიული კურსი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ბრძოლისუნარიან ევროკავშირისკენ. ევროპულ მიწაზე ომმა თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობის ერთობლივი გაცნობიერება გააძლიერა. ეს უკვე ნიშნავს პრაქტიკულ ვალდებულებებს სწრაფი დისლოცირების შესაძლებლობების გაზრდის შესახებ, უფრო რეგულარულ წვრთნებს, ევროკავშირის ჰიბრიდული ღონისძიებათა კომპლექსის შექმნას,  კიბერ თავდაცვისა და შემდეგი თაობის ტექნოლოგიებისთვის მეტი რესურსების გამოყოფას, ასევე უფრო ძლიერი მრავალმხრივი და ორმხრივი პარტნიორობის დამყარებას. აღსანიშნავია, რომ ატლანტიკის მიღმა თანამშრომლობამ ახალ, უპრეცედენტო სიმაღლეებს მიაღწია. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროკავშირ  თავდაცვის ხარვეზებ და მათ აღმოსაფხვრელად გადასადგმელ ნაბიჯებს უფრო ყურადღებით მოეკიდა.

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გრძელდება და მისი საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ გასააზრებელია. მაგრამ, ცხადია, ბევრი რამ უკვე შეიცვალა. მსოფლიო ბევრად განსხვავებულია ევროპული პერსპექტივიდან დანახვისას და ასევე განსხვავებულია საქართველოს პერსპექტივიდანაც.

იმის გამო, რომ უკრაინაში გრძელდება  ადამიანების სიცოცხლის მომსპობი სროლა და მეტი სისხლისღვრა, ცხადია კითხვა, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რეგიონისთვის. საქართველო უკვე არის რუსული აგრესიის მსხვერპლი, სადაც მისი ჯარები ჩვენგან ძალიან ახლოსაა განლაგებული.

მზადყოფნა მდგრადი უსაფრთხოებისა და დემოკრატიული საფუძვლების პირობებში მოქმედების საუკეთესო გზაა. დრო, რომ საქართველომ შიდა განზომილებები (კანონის უზენაესობა, კრიზისისთვის მზადყოფნა და დემოკრატია) გააძლიეროს და  ალიანსები გააღრმაოს.

შეიქმნა ახალი რეგიონალური დინამიკა, რომელსა შეუძლია საქართველოსთვის მშვიდობაში გრძელვადიანი ინვესტიციები გაძლიერებისაშუალების მიცემა შავი ზღვის, კავკასიის და კასპიის ზღვის გასწვრივ მეზობლებთან გაღრმავებული თანამშრომლობის გზით. მდგრადი კავშირების და ტრანსპორტის განვითარება, სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება პოტენციურ დადებით ვექტორებს წარმოადგენს.

ახმჟამად ძნელია შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის რეალურზე ნაკლებად შეფასდეს. აშკარაა, რომ რუსეთს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საზიანოდ ამ სივრცეში დომინირება ნებისმიერ ფასად სურს. რუსეთს არ უნდა მიცე თავის მიზნებ მიღწევის უფლება.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილმა სასურსათო და ენერგეტიკულმა კრიზისებმა ნათლად აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებს პოლიტიკას უშუალო ახლო მდებარეობის მიღმა ღრმა და შორსმიმავალი შედეგები გააჩნია. რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ახლა უფრო ნათლად ჩანს გადაწყვეტილების მიმღები მეტი პირისთვის და დამოუკიდებელი მოაზროვნისთვის. ეს აუცილებლად ახალ პოლიტიკაში და ახალ ქმედებებში გადავა.

„ახალი აზროვნების“ და შესაძლო „ახალი წესრიგი“ ჩამოყალიბებ საქართველოსთვის სტრატეგიული შესაძლებლობებით სავსე იქნება. უსაფრთხოების ახალ ქოლგებს, სავაჭრო დერეფნებსა და ენერგეტიკულ მარშრუტებს ახალი და საფუძვლიანი სარგებელი მოტანშეუძლიათ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო სულ უფრო მეტად შედიოდა ევროპულ სივრცეში. უკვე მიღწეულია მრავალი მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორიცაა ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლიტ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ბოლო დროს, ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული ეტაპი. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ამ პერსპექტივის გამოსაყენებლად. თორმეტი პრიორიტეტი ჩამოყალიბებას თავისი მიზეზი ქონდა. ეს პრიორიტეტები  საქართველოს შემდგომ წინსვლ საფუძვი იქნება.

ეს საშინაო დავალება არსებითი ელემენტია იმისათვის, რომ საქართველო უფრო ძლიერ და უსაფრთხო სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ცვალებადი გეოპოლიტიკა შიდა რეფორმებს მნიშვნელობას არ ამცირებს. პირიქით.

ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის და რეგიონისთვის. დიახ, ეს მოითხოვს უპრეცედენტო ძალისხმევას და ლიდერობას, მოითხოვს მოთმინებას, შრომას, რთულ გადაწყვეტილებებს და შეუპოვრობას.

საქართველოც არ არის მარტო. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდ დგომას. ჩვენ აქ ერთად ვართ. მადლობ.