მოხსენებითი ბარათი (memo): საქართველო

შესავალი

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველომ ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. ეს ევროპული ამბიცია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი და მას საქართველოს მოსახლეობა (საქართველოს მოქალაქეების 83% ევროკავშირში გაწევრიანებას ეთანხმება [1]) და მთელი პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს. ეს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებზე დაფუძნებული რიგი ძირითადი რეფორმებისთვის მამოძრავებელი ძალა იყო. ევროპულ გზაზე წინსვლისკენ საქართველოს ერთგულება ხაზგასმით აღინიშნა მთავრობის საწყის განზრახვაში 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარედგნასთან დაკავშირებით.

 

ევროკავშირში წევრობის განაცხადი

ამ მოსაზრებაში კომისია აფასებს საქართველოს განაცხადს მისი შესაძლებლობების საფუძველზე, დააკმაყოფილოს ევროპული საბჭოს მიერ 1993 წელს კოპენჰაგენში და ასევე 1995 წელს მადრიდში დადგენილ კრიტერიუმებ, განსაკუთრებით ქვეყნის ადმინისტრაციულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მოსაზრება ასევე ითვალისწინებს საქართველოს ძალისხმევას ასოცირების შესახებ შეთანხმებით (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცი (DCFTA) შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შემდგომ ეტაპზე კომისია შეაფასებს საქართველოს გაწევრიანების გავლენას ევროკავშირის პოლიტიკის სფეროებზე.

ზოგადად, რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, საქართველოს აქვს საფუძველი იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მისაღწევად, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას, იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის წინსვლას ზიანი მიაყენა.

რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმებს, საქართველომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ დონეს მიაღწია და აქვს ეკონომიკური პოლიტიკის მყარი გამოცდილება და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. მისი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად საჭიროა შემდგომი რეფორმები და ინვესტიციები გრძელვადიანი ინკლუზიური ზრდისა და გარე კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირში კონკურენტულ ზეწოლასთან გასამკლავებლად ქვეყნის შესაძლებლობების გასამყარებლად, საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი ადამიანური კაპიტალი (განსაკუთრებით განათლების რეფორმის გზით), რათა შრომის ბაზარზე უზრუნველყოს შესაბამისი უნარების არსებობა და ინოვაციურობა, გააძლიეროს ფიზიკური ინფრასტრუქტურა განახლებადი ენერგიის გამომუშავების ჩათვლით და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე გლობალური ღირებულების ჯაჭვებზე წვდომა.

რაც შეეხება წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობებს, საქართველო 2016 წლიდან მუშაობს ევროკავშირი -საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (AA/DFCTA) ჩათვლით, რეალიზებაზე. ეს შეთანხმებები ევროკავშირის კანონთა კრებულის (EU acquis) უპრეცედენტო მოცულობას უკვე მოიცავს. საქართველო ევროკავშირის კანონთა კრებულის (EU acquis) მრავალი თავის მნიშვნელოვან ელემენტებს თანდათან მიუახლოვდა. მას აქვს განხორციელების ზოგადი პოზიტიური გამოცდილება, თუმცა ზოგიერთ სექტორში ქვეყანა არის უფრო წინ წასული, ვიდრე სხვებში. მთლიანობაში საქართველომ შემდგომი შესაბამისობისთვის მყარი საფუძველი შექმნა.

 

ასკვნები და რეკომენდაციები

მაშასადამე, კომისია რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, საქართველოს მიეცეს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი.

კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ საკითხებს:

  • 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით გადაჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით;
  • უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა;
  • მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით;
  • გააძლიეროს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლადდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
  • დეოლიგარქიზაციისპირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალები;
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული;
  • უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე;
  • სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებ მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით;
  • გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ;
  • უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;
  • მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;
  • უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

კომისია შეამოწმებს საქართველოს წინსვლას ამ პრიორიტეტული საკითხების მოგვარების გზაზე და შესაბამის შეფასებას 2022 წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.

გაწევრიანების პროცესი კვლავ დადგენილ კრიტერიუმებსა და პირობებს ეფუძნება. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამ პროცესში იმყოფებ, მიაღწიოს წინსვლას საკუთარი დამსახურების საფუძველზე, მაგრამ ასევე ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ ნაბიჯები შეიძლება გაუქმდეს, თუ ძირითადი პირობები დაკმაყოფილებული აღარ იქნება.

 

ვადები / ძირითადი თარიღები

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. განაცხადი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში იქნა წარდგენილი. 2022 წლის 7 მარტს, ევროკავშირის საბჭომ სთხოვა კომისიას წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განაცხადთან დაკავშირებით. ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ამ გადაწყვეტილება ვერსალში გამართულ ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს [2]. საქართველომ კითხვარის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებზე 2022 წლის 11 აპრილს, ხოლო ნაწილი ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) დაკავშირებით 19 აპრილს მიიღო და პასუხები 2 და 10 მაისს წარმოადგინ.

[1] 2022 წლის იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით.

[2] 20220311-versailles-declaration-en.pdf (europa.eu)

 

ინგლისურნოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.