კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსის რიგით მეათე დაჯილდოვების ცერემონიალი 2022 წლის 3 მაისს, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გაიმართა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები  დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრიზის მნიშვნელობას: “ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.

მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია.

წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ, და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს.

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც  სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან.

ამ მიზნით, მე დღეს სიამაყით მინდა გამოვაცხადო  რიგით მე-11 კონკურსი ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. როგორც ყოველთვის, ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკურსი ემსახურება, როგორც გამოცდილი ჟურნალისტების აღიარებას და შთაგონებას, ასევე ახალბედების მოზიდვას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიაში. ”

 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური პრიზის მნიშვნელობა: “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსული აგრესიის ფონზე. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რომ მშვიდობა ევროპაში არ შეიძლება ჩაითვალოს მოცემულობად. 

კონფლიქტის სენსიტიური გაშუქებით ჟურნალისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მოგავრებაში. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ყოველწლიური პრიზით,  ჩვენ აღვნიშნავთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობენ მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოსა და  მთლიანად რეგიონში.

 
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:
 
საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: თამარ ბაბუაძე (ინდიგო)
ფინალისტები: ნინო ლომაძე, მარადია ცაავა 
 
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
გამარჯვებული: ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება)
ფინალისტები: ანა მასხარაშვილი, გვანცა ნადიბაიძე
 
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
გამარჯვებული: ზურაბ მოდებაძე (თავისუფლების მონიტორი)
ფინალისტები: ცქრიალა შერმადინი, ნინო რამიშვილი
 
საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
გამარჯვებული: ხატია ღოღობერიძე (on.ge)
ფინალისტები: თეა თოფურია, ქამრან მამედლი 
 
საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
გამარჯვებული: თინათინ ნაჭყებია (ინდიგო)
ფინალისტები: ნატა ტაბიძე, ქეთევან თუთბერიძე
 
საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს
გამარჯვებული: გიორგი შენგელია (ინდიგო)
ფინალისტები: საბა გორგოძე, სოფიო მდივნიშვილი
 
კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): 
გამარჯვებული: ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com)
ფინალისტები: ოქტიაბრინა წიქორიძე, სულიკო წიწიკაშვილი, მარიამ ჯაჭვაძე
 
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.
 
გამარჯვებული ნაშრომების სანახავად ეწვიეთ:  https://www.euprizejournalism.ge/
 
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის შესახებ :
155-მა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა,  საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“.
 
საკონკურსო ნაშრომები  განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან:
 
-ნათია აბრამია ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის ხარისხის კონტროლის და რისკის მართვის მენეჯერი. მას აქვს ქართულ და საერთაშორისო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.  2006 წლიდან სხვადასხვა დროს ის იყო BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების რადიო, ტელე, ონლაინ და სოციალური  პლატფორმების რედაქტორი. 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ ნათია აბრამია იყო BBC-ის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს “ნიუსნაითის” გამომშვები პროდუსერი. ამჟამად მისი მოვალეობაა BBC-ის ოპერაციების და რესურსების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტურობის გაზრდა. 
 
-ანა საჯაია ჟურნალისტი და ტელე-პროსიუდერი. 2019 წლიდან მუშაობს შეერთებული შტატების ყველაზე რეიტინგულ მაუწყებელში - ტელეკომპანია Fox News-ში, პოლიტიკის პროდიუსერის პოზიციაზე. 2014 - 2018 წლებში იყო “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ჟურნალისტი და რედაქტორი ვაშინგტონში, სადაც საქართველოს, ევრაზიის და ამერიკის პოლიტიკას აშუქებდა როგორც ტელე, ასევე რადიო და ვებ პლატფორმებზე. შეერთებულ შტატებში კარიერის გაგრძელებამდე, საქართველოში იყო ჟურნალ “ლიბერალის” ახალი ამბების და ვების რედაქტორი, რადიო “ცხელი შოკოლადის” მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვან გაზეთ Georgia Today-ის მმართველი რედაქტორი. საქართველოში თანამშრომლობდა საერთაშორისო მედია ორგანიზაციებთან: BBC, FRANCE 24 და TRANSITIONSONLINE.  პარალელურად ასწავლიდა ჟურნალისტიკის მიმართულებებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და კავკასიის უნივერსიტეტში. არის რამდენიმე ჯილდოს - მათ შორის, ამერიკის ფედერალური მაუწყებლობის უმაღლესი - ოქროს მედლის მფლობელი.  არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი, ასევე მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში ჩრდილოეთ დაკოტის შტატის უნივერსიტეტში, სადაც 2007 - 2008 წლებში სწავლობდა ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, როგორც ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიანტი.
 
-ლია ჩახუნაშვილი ბოლო 20 წლის განმავლობაში  საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობ რამდენიმე მსხვილ პროექტს უხელმძღვანელა IREX-სა და BBC World Service Trust-ში მუშაობისას. 2007-2009 წლებში იყო კავკასიის მედია სკოლის დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2010-2011 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ლია ჩახუნაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. აქვს მეცნიერებთა მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.  
 
-გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი. 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში; არის 60-მდე გამოფენის მონაწილე, მათ შორის 20-მდე პერსონალურის. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე. 1999 – 2007 ჟურნალი “ამარტას” ფოტო რედაქტორი. 2007 წლიდან დღემდე “თბილისის ფოტოგრაფიის სახლის” თანადამფუძნებელი. ფოტოგრაფიის ისტორიის მოწვეული ლექტორი საქართველოს ორ უნივერსიტეტში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი). 
 
ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული. 
 
პრიზის შესახებ მეტი ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ: https://www.euprizejournalism.ge/

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
Tamriko.MIKADZE@eeas.europa.eu