ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს სოციაური მუშაკები უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სომხეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას
სასწავლო ვიზიტმა საერთაშორისო კოლეგებს საშუალება მისცა შეესწავლათ უფრო მეტი საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების განვითარებაზე. ვიზიტის ფარგლებში შედგა საინტერესო შეხვედრები სახელმწიფო სოციალური მომსახურების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და, ასევე, ვიზიტები თბილისსა და რეგიონებში ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, რომელთა მიზანიც არის ბავშვის ბიოლოგიური ოჯახისგან განცალკევების პრევენცია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციასთან „ჰილფსვერკ ავსტრია ინთერნეშენალ“ (Hilfswerk Austria International) ერთად 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის იანვრამდე და ფინანსდება ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 1,079,413 ევროს. აღნიშნული რეგიონული პროექტის მიზანია მოწყვლადი პოპულაციების სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობა ოთხივე ქვეყანაში სოციალური მუშაობის გაძლიერების გზით.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
ნიკოლ მარია ბაუერი
Hilfswerk Austria International, პროექტის მენეჯერი
ტელეფონი: +79651738101
Email: nicole.bauer@hwa.or.at
ია შეკრილაძე
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, ადგილობრივი პროექტის კოორდინატორი
ტელეფონი: + 995 32 239 00 71
Email: ia.sh@gasw.org