ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

10.11.2019

საქართველოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწრივ დაძაბულობის ზრდა სრულებით მიუღებელია. ასევე, მიუღებელია სამხრეთ ოსეთის მხრიდან ფაქტობრივად მცდარი განცხადებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ქმედებებისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რაც მხოლოდ ამწვავებს დაძაბულობას.

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ და სიტუაციის ესკალაციის გამომწვევი ყველა შესაძლო ნაბიჯისა და განცხადებისგან თავი შეიკავონ. სანაცვლოდ, ინციდენტების პრევენციისა და გადაწყვეტილებების მოსანახად  მუდმივად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ერგნეთში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. ასევე, სექტემბრის დასაწყისიდან დახურული გადაკვეთის პუნქტები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას. ყოველივე ეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და  სხვა პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო გზას წარმოადგენს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობა, სიტუაციის დასასტაბილურებლად მიმდინარე მუშობაში საკვანძო როლს ასრულებს. მისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლაზე და მისი მანდატის შეზღუდვაზე მიმართული სამხრეთ ოსეთის მცდელობები, როგორც განცხადებების, ასევე ქმედების საშუალებით მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების  სრულად ერთგულია და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.