Latin America & the Caribbean

2019 წლის 23 მაისს თბილისში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მეთორმეტე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა

Tbilisi, 23/05/2019 - 19:29, UNIQUE ID: 190523_16
Press releases

2019 წლის 23 მაისს, თბილისში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყოველწლიური დიალოგის მეთორმეტე რაუნდი გაიმართა. დიალოგის ფარგლებში, ღია და კონსტრუქციული დისკუსია შედგა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მიერ ამ სფეროში სტაბილური წინსვლისთვის განხორციელებული ძალისხმევის, ისევე როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროების ხელშემწყობი ევროკავშირის ვალდებულებებისა და პოლიტიკური ჩარჩოს შესახებ.

2019 წლის 23 მაისს, თბილისში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყოველწლიური დიალოგის მეთორმეტე რაუნდი გაიმართა. დიალოგის ფარგლებში,  ღია და კონსტრუქციული დისკუსია შედგა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მიერ ამ სფეროში სტაბილური წინსვლისთვის განხორციელებული ძალისხმევის, ისევე როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროების ხელშემწყობი ევროკავშირის ვალდებულებებისა და პოლიტიკური ჩარჩოს შესახებ.

ევროკავშირი და საქართველო მიესალმნენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წინსვლას, მათ შორის ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მუშაობას.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ  აღიარებულ საზღვრებში; ასევე, გამოთქვა შეშფოთება საქართველოს  რეგიონებშიაფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რაც არსებითად ეთნიკურ ქართველებს ეხება, განსაკუთრებით ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალი გადაადგილებისსაკუთრების უფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე, იმ მუდმივი დაბრკოლებების მიმართებაში, რომლებიც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების განხორციელების პროცესში. ევროკავშირმა ყველას შეახსენა, რომ ბ-ნ ოთხოზორიას და ბ-ნ ტატუნაშვილის საქმეებთან დაკავშირებული დაუსჯელობა მიუღებელია და ბ-ნ კვარაცხელიას სიკვდილის გარემოებების გამჭვირვალე გამოძიებისკენ კვლავ მოუწოდა. საქართველომ ხაზგასმით აღნიშნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის, როგორც პრევენციული ღონისძიების მნიშვნელობა, ადგილზე ადამიანის უფლებათა შემდგომი სერიოზული დარღვევების თავიდან ასაცილებლად. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ სასწრაფო საჭიროებაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მოქმედ ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებს, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), უნდა მიეცეს საქართველოს ორივე რეგიონში დაუბრკოლებელი შესვლის შესაძლებლობა და აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედთან მიმართებაში ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდა. მხარეებმა ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. ევროკავშირმა კვლავ გამოხატა საქართველოს მთავრობის ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მხარდაჭერა, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის გაადვილებით და ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობის საშუალებით შესაძლებლობებს სთავაზობს.

ევროკავშირმა ყურადღება გაამხვილა ეუთოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე, რომელიც 2018 წლის ოქტომბერნოემბერში საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა და ხაზი გაუსვა გამოვლენილი ხარვეზების დროულად გამოსწორების მნიშვნელობას, როგორიც იყო: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევები, ნეგატიური კამპანიის წარმართვა და მკაცრი რიტორიკა, ისევე როგორც მედიის მკვეთრი პოლარიზაცია. ორივე მხარე თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემოსა და პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნების, როგორც არჩევნების დემოკატიულად ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობის მნიშვნელობაზე შეთანხმდა. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორცილება და დადებითად შეაფასა საჯარო მოხელეთა და აღმასრულებელი სამსახურების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში სრულყოფილი ტრენინგების შედეგად. ევროკავშირი მიესალმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების გამოვლენასა და გამოძიებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციის გაძლიერების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. დიალოგის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნისდა მიუხედავად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ განხორციელებულ წინსვლას ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში და მოუწოდა მთავრობას, გაგრძელდეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირმა მოუწოდა მთავრობას, კიდევ უფრო დაიხვეწოს კოორდინაციის მექანიზმები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინიციატივებს როიც მიზნად ისახავს  სტამბოლის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციას და აღიარა მისი ძალისხმევა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის პრევენცისა და აღკვეთთან მიმართებაში გენდერული თანასწორობისა და გენდერული ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების გზით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა გაუმჯობესდეს ქვეყნის ინსტიტუციონალური შესაძლებლობები გენდერული საკითხების მხარდაჭერის მიმართულებით. კერძოდ, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უფრო აქტიურად გატარდეს ის ღონისძიებები,  რომლებიც უზრუნველყოფს ქალთა და გოგონათა მიმართ განხორციელებული ძალადობის პრევენციას, ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებასა და მსხვერპლთა დაცვა. ევროკავშირი მიესალმა ბოლო დროს მიღებულ კანონ სექსუალური შევიწროების შესახებ.

ევროკავშირ მიესალმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონ ცვლილებების მიღებას, რის შედეგადაც ეს კანონი ეკონომიკის ყველა სექტორზე ვრცელდება და მოუწოდა მეტი ძალისხმევისკენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია სრულფასოვანი გახდ. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააძლიეროს სოციალური დიალოგი ქვეყნის შიგნით და განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

ევროკავშირმა აღნიშნა, რომ გარკვეული წინსვლ მიღწეული მოწყვლად და უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ბავშვთა დაცვის საკითხებში და თხოვნით მიმართა ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებ, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასასრულებლად მეტი ძალისხმევა გამოიჩინო.

ევროკავშირმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხში საქართველომნიშვნელოვანწინსვლა აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ამ წინსვლის განმტკიცება. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დაწყებულ რეფორმებს. ევროკავშირი ასევე მიესალმა სახელმწიფო ინსპექციის ჩამოყალიბებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის სავარაუდო შემთხვევების გამოსაძიებლად და მისი სათანადო მუშაობისთვის საკმარისი რესურსების გამოყოფის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაგრძელენ და კიდევ უფრო განავითარებენ მათ შორის არსებულ კარგ თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს აქტიურ ჩართულობას ინიციატივაში "სამაგალითო ისტორიები ადამიანის უფლებათა შესახებ" (Good Human Rights Stories), რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა პოზიტიურ ნარატივ წარმოჩენას და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას.

ევროკავშირმა და საქართველომ გაიზიარეს აზრი აფგან მუხარლის საქმის გამოძიები დასრულების მნიშვნელობასთან დაკავშირებით და ევროკავშირმა  მოუწოდა ქართულ მხარეს, გაგრძელდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანის უფლებათა დამცველთათვის უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოფა.

ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გასამართი შეხვედრების წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან  კონსულტაციებს ითვალისწინებს, საქართველოსთან დიალოგის გამართვამდე, ევროკავშირი შეხვდა ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

დიალოგის პროცესს ქართული მხრიდან უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგლე ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი რიჩარდ ტიბელსი. დიალოგი გაიმართა მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის 22 მაისის შეხვედრის შემდეგ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ დიალოგის შემდეგი რაუნდის ჩატარება 2020 წელს ბრიუსელში არის დაგეგმილი.

 

 

 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: