European Union External Action

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ბრიუსელი, 21/01/2021 - 11:48, UNIQUE ID: 210121_3
Press releases

21 იანვარს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

21 იანვარს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

უმაღლესმა წარმომადგენელმა / ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში საქართვეოს პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო ენის გამონახვის სასიცოცხლო მნიშვნელობა. საქართველოს სჭირდება სრულად ქმედითი, მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომ მიღებულ იქნას გადამწყვეტი ზომები კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სწრაფი, ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი აღდგენისთვის და უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად, მათ შორის სასამართლო სისტემაში.

კორონავირუსის პანდემიის განიხილვისას უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც ევროკავშირმა 183 მილიონი ევრო გამოყო დამცავი აღჭურვილობის მიწოდების, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისთვის. ასევე ევროკავშირმა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში 150 მილიონი ევრო გამოყო, რომლის ნახევარი უკვე გადმორი. უმაღლესმა წარმომადგენელმა / ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მისწრაფებზე, ხელი შეუწყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობას ყველასათვის, მათ შორის ევროკავშირის მეზობლებისთვის. საქართველოს ხელისუფლება შეძლ გამოიყენოს ევროკავშირის დამატებითი დახმარება, კერძოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვეობით,  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის სათანადო მომზადების უზრუნველსაყოფად.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებში. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა კვლავ დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგან მოსახლეობას აღკვეთილი აქვს გადაადგილების თავისუფლება, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს საარსებო წყაროებსა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. უმაღლესმა წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა ევროკავშირის სრული მზადყოფნა საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ძალისხმევასთან დაკავშირებით და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებაში და აღმოსავლეთ პარტნიორობაში შეტანილწვლილდადებითად შეაფასა.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ საინფორმაციო ბიულეტენი.

 

Languages:
Editorial Sections: