European Union External Action

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბრიუსელი, 22/04/2020 - 13:54, UNIQUE ID: 200422_11
Press releases

21 აპრილს უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

21 აპრილს უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა, მათ შორის პანდემიასთან გამკლავება და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. მათ ურთიერთსოლიდარობა გამოხატეს და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარებას ამ კრიზისის დაძლევის საქმეში.

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გლობალური რეაგირების ფარგლებში ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. ჯამში 80 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება ჯანდაცვის სექტორში არსებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის არის გამიზნული, ხოლო 883 მილიონი ევრო – სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მოკლევადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აქედან დახმარების სახით უშუალოდ საქართველო 183 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი პარტნიორობის გათვალისწინებით, რაც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებენ ურთიერთობას და მოუთმენლად ელოდებიან შეხვედრას ასოცირების საბჭოს შემდეგ სხდომაზე, როდესაც მხარეებს ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

ევროკავშირი საქართველოში რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერია. იგი ასევე მტკიცედ ემხრობა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ კონტექსტში სრულიად მიუღებელია საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებული ბორდერიზაციის ბოლოდროინდელი მოვლენები.  

Languages: