European Union External Action

საქართველო: ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 12/02/2020 - 08:03, UNIQUE ID: 200212_15
Statements by the Spokesperson

ამჟამად, ევროკავშირი დეტალურად ეცნობა უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სულ ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა,  რაც ასე აუცილებელია.

 

სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ის აუცილებელი ვალდებულებებია, რომლებიც საქართველოს ეკისრება ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

 

ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას საქართველოში მიმდინარე ყველა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს.  

Languages: