European Union External Action

ევროკავშირი თბილისში გამართულ 2019 წლის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას შეუერთდა

02/12/2019 - 14:57
News stories

30 ნოემბერი 2019, თბილისი - ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი პროექტების ფარგლებში წარმოებული ქართული ჩაი, თაფლი, ღვინო, ვისკი და ხელნაკეთი ნივთები 30 ნოემბერს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გამართულ 2019 წლის საქველმოქმედო გამოფენაზე გაიყიდა.

30 ნოემბერი 2019, თბილისი - ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი პროექტების ფარგლებში წარმოებული ქართული ჩაი, თაფლი, ღვინო, ვისკი და ხელნაკეთი ნივთები 30 ნოემბერს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გამართულ 2019 წლის საქველმოქმედო გამოფენაზე გაიყიდა. ზამთრის გამოფენა-გაყიდვა ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძებაა. მის ფარგლებში შეგროვილი თანხა ასოციაციის სხვადასხვა პროექტების დახმარებით გაჭირვებული ადამიანების საჭიროებებს ხმარდება.

 

წელს, ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეუერთდა და ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაფინანსებული სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროექტები წარმოადგინა. დღის მანძილზე, 30-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, მათ შორის ჩაი, თაფლი, ღვინო, ვისკი, ჭაჭა და ხელნაკეთი ნივთები გაიყიდა. საქველმოქმედო მიზნებისთვის შეგროვდა 1000-მდე ლარი, რომელიც ჩაის და თაფლის პროდუქტებთან ერთად IWA-ს ფონდს გადაეცა.

 

„მოხარული ვართ, რომ წელს ევროკავშირმა ზამთრის გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ არა მხოლოდ საინტერესო ქართველი მეწარმეების მაღალი ხარისხის პროდუქცია შეეძინათ, არამედ ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის შედეგები ენახათ.“ - აღნიშნა ქალთა საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრმა და CPC-ის თანათავმჯდომარემ, ქალბატონმა მეტე ჰარცელმა.

 

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (IWA) 1996 წელს თბილისში მცხოვრები ექსპატრიატი და ქართველი ქალების მიერაა ინიცირებული. დღიდან დაარსებისა, ასოციაცია ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და სოციალურად დაუცველ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს ეხმარება. ზამთრის გამოფენა-გაყიდვა თავდაპირველად ქართველი ხელოვანების და მეწარმეების პროდუქციის წარმოდგენით მოეწყო. 1999 წლიდან კი ასოციაციამ ღონისძიებაში საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩართო.  

 

წელს, ღონისძიებაში მონაწილეობა 27 საელჩომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო. გამოიფინა სხვადასხვა ქვეყნის პროდუქცია და სამზარეულო. 150-ზე მეტმა ქართველმა ხელოვანმა საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები გაყიდა. გამოფენას 3500-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა.

 

Languages:
რედაქტორი: