European Union External Action

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადება პრესისთვის ბათუმში

ბათუმი, 11/07/2019 - 10:39, UNIQUE ID: 190711_3
Remarks

განცხადება პრესისთვის პრეზიდენტზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

დილა მშვიდობისა. გამარჯობა,

მადლობას მოგახსენებთ თბილიმიღებისთვის, ძვირფასო ქ-ნო პრეზიდენტო. გილოცავთ ბათუმისსაერთაშორისო კონფერენციის შესანიშნავორგანიზებას და მოხარული ვარ, რომ ამდილით მისი გახსნის პატივი მერგო.

საქართველო ევროკავშირისმნიშვნელოვანი პარტნიორი დამეგობარია. თქვენთან შეხვედრის დროსსაქართველო-ევროკავშირის ძლიერი დამზარდი ურთიერთობები და მათიგანვითარების საშუალებები განვიხილეთ. 

ჩვენი ვაჭრობის მოცულობა იზრდება, მაგრამ შესაძლებელია და საჭიროა უფრომეტი გაკეთდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)სრული პოტენციალის გადმოსაყენებლად. ასოცირების შეთანხმების საფუძველზევაღრმავებთ თანამშრომლობას ბევრსფეროში, როგორიც არის განათლება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკურიგანვითარება, გარემოს დაცვა.

ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლაშეუძლიათ და ევროპის მოქალაქეებს - საქართველოში, ერთმანეთთანგვაახლოებს. თქვენი უნიკალურიკულტურა - პოლიფონიური მუსიკა, მდიდარი და უნიკალური კულტურულიმემკვიდრეობა და სამზარეულო - უფროდა უფრო მეტი ჩვენთაგანის გულებს იყპრობს. უვიზო მიმოსვლის კონტექსტშივთანხმდებით, რომ არსებულიგამოწვევების ეფექტიანი მოგვარებისთვის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

რუსეთის ბოლოდროინდელიგადაწყვეტილება საქართველოშიფრენების აკრძალვასთან დაკავშირებითგაუმართლებელი დაარაპროპორციულია. მაგრამ თქვენმაქვეყანამ გარე ზეწოლას აქამდეც გაუძლოდა ამას კვლავ ახლაც შეძლებს. ევროკავშირი საქართველოსთანსოლიდარულია და უწყვეტად მხარსუჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროკავშირ-საქართველოსურთიერთობები ჩვენს საერთოღირებულებებზეა დაფუძნებული. საქართველოს უდიდეს რესურსსდემოკრატიული რეფორმების და კანონისუზენაესობის მიმართ მისი გამოხატულიმზაობა წარმოადგნს. ეს არის პროცესი, რომელიც უწყვეტი მიზანდასახულობით უნდა გაგრძელდეს. როგორც იცით,სანდო, დამოუკიდებელი დაგამჭვირვალე მართლმსაჯულებამნიშვნელოვანია საზოგადოებრივინდობისთვის, ეკონომიკური დასოციალური განვითარებისთვის და ასევეუცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

არჩევნებთან დაკავშირებით მივესალმებიმიმდინარე პროცესებს, რათა მოხდეს წინაარჩევნებში არსებული ხარვეზებისაღმოფხვრა, რომელზეც ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია (ODIHR) და სხვებიმიუთითებდნენ, ასევე მთავრობისგადაწყვეტილებას 2020 წლის არჩევნებისსრული პროპორციული სისტემითჩატარებასთან დაკავშირებით. მე ვხედავ ამინიციატივას, როგორც საქართველოსდემოკრატიული ლანდშაფტისმრავალფეროვნების გაზრდის რეალურშანსს. ყველა დაინტერესებულ მხარესმოვუწოდებ, რომ ეს შესაძლებლობაკეთილსინდისიერი მუშობისთვის გამოიყენოს.

ბათუმის კონფერენციის გახსნისას საქართველოს ერთიანობის საჭიროებაზე ვისაუბრე. ბრიუსელის გამოცდილება მიმითითებს, რომ თქვენ შეგიძლიათ ევროპული სოლიდარობის იმედი გქონდეთ, სანამ თქვენი, საქართველოს მოქალაქეების სოლიდარობა გრძელდება და სანამ თქვენს საერთო სტრატეგიულ პოლიტიკურ მიზნებს პატივს სცემთ. დემოკრატია წარმოადგენს მუდმივ დებატებს, და არა სამოქალაქო ომს. ამიტომ, ყველაფერი თქვენს ხელშია. მადლობა.

 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: