European Union External Action

ევროკავშირი მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას საქართველოში

26/10/2017 - 09:58
News stories

ბიზნესის გაძლიერება, ელექტრონული ეკონომიკის განვითარება და ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეწარმეებს შორის ურთიერთობის დამყარება მთავარ საკითხებად განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-4 ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც 2017 წლის 26-27 ოქტომბერს, ესტონეთში გაიმართება.

conference tallin, eastern partnership

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 450-ზე მეტი ბიზნეს-ლიდერი, პოლიტიკოსი და მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ფორუმი არის ერთ-ერთი იმ თანმხლებ ღონისძიებათაგან, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის
მე-5 სამიტისთვის მზადების ეგიდით იმართება; სამიტი 2017 წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში ჩატარდება.

საქართველოში ევროკავშირი დახმარებას უწევს კომპანიებს (1) დაფინანსებით, (2) ტრენინგით და (3) ექსპერტული მხარდაჭერით ახალი ბაზრების ასათვისებლად EU4Business ინიციატივის საშუალებით. 2009 წლიდან 63,000 ქართული კომპანიისთვის სულ 2.1 მილიარდი ლარი (711 მილიონი ევრო) იქნა გამოყოფილი.

რა სახის მხარდაჭერას უწევს ევროკავშირი ქართულ ბიზნესს?

1. ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება:

•           ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მხარდაჭერა

•           ექსპორტთან დაკავშირებული ინვესტიციების სუბსიდირებული დაფინანსება

•           სუბსიდირებული დაფინანსება აღჭურვილობის შეძენის ან მოდერნიზაციისთვის

•           სესხები ბიზნესისთვის, რომელსაც ქალები ხელმძღვანელობენ

•           მიკროკრედიტები მცირე ბიზნესის ჩამოყალიბების ან განვითარებისთვის

2. ბიზნესის უნარების გაუმჯობესება:

•           მორგებული საკონსულტაციო მომსახურება და ტექნიკური დახმარება კომპანიებისთვის - ადამიანური რესურსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მენეჯმენტის სტრუქტურები, ბიზნესის მოდელები და სხვ.

•           ტრენინგის პროგრამები სამეწარმეო უნარების გასაუმჯობესებლად ძირითად სფეროებში

•           მორგებული ტრენინგი და მენტორის მხარდაჭერა მეწარმე ქალებისთვის

3. ახალი ბაზრების გაუმჯობესებული წვდომა:

•           ბიზნეს-კონსულტაციები და ტრენინგი ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის

•           კომპანიების დახმარება ადაპტირების და ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტირების მიზნით

•           სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის მხარდაჭერა ევროკავშირის ბაზრების ათვისების მიზნით

 

რომელ კომპანიებს აქვთ მიღებული სარგებელი?

•           ავტომობილების იმპორტიორმა კომპანიამ “ასპ ჯორჯია” მიიღო ევროკავშირის დაფინანსება და კონსულტაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) ბიზნესის პროცესების გაუმჯობესების მიზნით. ამის შედეგად კომპანიამ ბრუნვა 71%-ით გაზარდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა - 90%-ით. დამატებითი ინფორმაცია.

•           ტურისტულმა კომპანიამ „ლოპოტა ტურ სერვისიზ“ საკუთარი საინფორმაციო მენეჯმენტის სისტემის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის დაფინანსება  მიიღო. ამჟამად მისი პერსონალის რაოდენობა 55-დან 117-მდეა გაზრდილი. დამატებითი ინფორმაცია.

•           სამედიცინო ცენტრმა „სამედიცინო ჰოლდინგი 23“ ევროკავშირის დაფინანსების და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კონსულტაციის საფუძველზე შიდა მენეჯმენტი გააუმჯობესა და გახდა უფრო ეფექტიანი. ამჟამად კომპანია ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატს ISO 9001. დამატებითი ინფორმაცია.

 

გსურთ გაიგოთ მეტი?

გაიგეთ, რა არის ხელმისაწვდომი: www.eu4business.eu/ge

EU4Business-ის სატელეფონო ხაზი საქართველოში ამჟამად ღიაა: +995 32 2 220118

EU4Business ბიზნეს-პროგრამებს საქართველოში ახორციელებენ შემდეგი ორგანიზაციები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), KfW, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრი, EUROCHAMBRES, ევროპის ხელოსნობის და მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაცია (UEAPME), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) და მსოფლიო ბანკი.

 

ასევე იხილეთ

Languages:
რედაქტორი: