European Union External Action

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივნის განცხადება

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის ადამინის უფლებების დამცველების  გატაცება და თვითნებურად  უკანონოდ დაკავება– როგორც ეს იყო გაცხადებული –  რასაც მოჰყვა მათი აზერბაიჯანში დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს.

მივესალმებით ამგვარი გამოძიების დაწყებას საქართველოში, რის შესახებაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა.

აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა გადახედოს ყველა იმ დაპატიმრებული პირის საქმეს, სადაც პატიმრობა უკავშირდება ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ეს ადამიანი აზერბაიჯანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.  

მოველით, რომ დაცული იქნება კანონის მოთხოვნები და  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ასევე  უზრუნველყოფილი იქნება  უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ნათლად აცხადებს, რომ ,,არავინ  შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას,  დაპატიმრებას ან გაძევებას.“ 

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს.

Languages: