European Union External Action

განაცხადის შეტანა EEAS-ს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

28/02/2017 - 08:33
Overview

დაინტერესდით რომელიმე ტენდერით? გაეცანით განაცხადის შეტანის წესს EEAS ს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

როგორ შეიტანოთ განაცხადი

დაბალი და საშუალო ღირებულების ტენდერები

თუ დაინტერესდით დაბალი ან საშუალო ღირებულების რომელიმე ტენდერით, შეგიძლიათ დაინტერესება გამოხატოთ შემდეგი საკონტაქტო მონაცემების:

  • ბიზნესის დასახელება,
  • საფოსტო მისამართი,
  • საკონტაქტო პირი,
  • ელფოსტის მისამართი

კონკრეტული ტენდერის საკონტაქტო ელფოსტის მისამართზე გაგზავნით. გთხოვთ, ელფოსტის წერილის "თემაში" ჩაწეროთ თქვენთვის საინტერესო ტენდერის სათაური ან თემა.

ჩაწერის (ინტერესის გამოხატვის) ვადის ამოიწურვის შემდეგ, თქვენ დამატებული იქნებით ეკონომიკური ოპერატორების სიაში, ვისაც გაეგზავნება ტენდერში მონაწილეობის მოწვევა და ინფორმაცია, სატენდერო წინადადების გაგზავნის წესის შესახებ

მაღალი ღირებულების ტენდერები

თუ მაღალი ღირებულების რომელიმე ტენდერით დაინტერესდით, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალს, სადაც გამოქვეყნდება კონტრაქტის შეტყობინება. როდესაც ტენდერი დაიწყება, კონტრაქტის შეტყობინებაში გამოქვეყნდება სატენდერო წინადადების გაგზავნის წესი. 

წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონტრაქტების კატეგორიების შესახებ მათი კონტრაქტის სავარაუდო ღირებულების მიხედვით ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) და ევროკავშირის წარმომადგენლობები ექვემდებარებიან ევროკავშირის საერთო ბიუჯეტთან დაკავშირებული ფინანსური რეგულაციების შესახებ დებულებებს, განაცხადის შეტანის წესებს და ევროკავშირის დირექტივებს საჯარო კონტრაქტების დასადები პროცედურების კოორდინირების შესახებ.

1000 ევროზე მეტი ღირებულების საქონლის, სერვისებისა და სამუშაოს შესყიდვის კონტრაქტების დასადებად უნდა გამოცხადდეს ტენდერი. კონტრაქტის სავარაუდო ღირებულების მიხედვით, არსებობს შემდეგი კატეგორიის კონტრაქტები:

  • ძალიან დაბალი ღირებულების კონტრაქტები: სამუშაოს, სერვისებისა და მომარაგების კონტრაქტები 1000 ევროდან 15000 ევრომდე;
  • დაბალი ღირებულების კონტრაქტები: სამუშაოს, სერვისებისა და მომარაგების კონტრაქტები 15000 ევროდან 60000 ევრომდე;
  • საშუალო ღირებულების კონტრაქტები: სერვისების, მომარაგებისა და სამუშაოს კონტრაქტები 60000 ევროდან 144000 ევრომდე სერვისებისა და მომარაგებისთვის ან 5548000 ევრომდე სამსახურისთვის;
  • მაღალი ღირებულების კონტრაქტები: სერვისისა და მომარაგების კონტრაქტები 144000 ევროდან და სამუშაოს კონტრაქტები 5548000 ევროდან

დაბალი და საშუალო ღირებულების ტენდერების გამოცხადება წინასწარ უნდა გამოქვეყნდეს EEAS ან EU წარმომადგენლობების ვებგვერდებზე ტენდერებში.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ შერჩევა მოხდება მხოლოდ EEAS ან EU წარმომადგენლობების მიერ ტენდერში პირდაპირ მოწვეული ეკონომიკური ოპერატორებისგან (ვინც ტენდერში მოწვევა მიიღეს ელფოსტით, ფოსტით ან კურიერის საშუალებით) შემოსული სატენდერო წინადადებებიდან.

მაღალი ღირებულების ტენდერების გამოცხადების შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. როდესაც ტენდერი დაიწყება, კონტრაქტის შეტყობინებაში გამოქვეყნდება ინფორმაცია, სატენდერო წინადადების გაგზავნის წესის შესახებ.

რედაქტორი: