European Union External Action

პრესსპიკერის განცხადება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლის რეფერენდუმის შესახებ

ბრიუსელი, 08/04/2017 - 08:59, UNIQUE ID: 170408_2
Statements by the Spokesperson

პრესსპიკერის განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთში არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით

 

ევროკავშირი არ აღიარებს იმ ჩარჩოს, რომელშიც 9 აპრილს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლის რეფერენდუმი იმართება.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეობის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

Languages: