European Union External Action

EEAS RSS Feeds

Displaying 21 - 26 of 26

10 დეკემბერს, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავენ. იმის გათვალისწინებით, რომ უთანასწორობა და ადამიანის უფლებათა შელახვა კვლავ წარმოადგენს მზარდ გამოწვევას მთელ მსოფლიოში, ხოლო კონფლიქტი გრძელდება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა სირია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყველა ძალისხმევის გაორმაგება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. სწორედ ამიტომ, წელს, ვუერთდებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხისადმი მოწოდებას – იბრძოლეთ სხვისი უფლებების დასაცავად.

2016 წლის 2 დეკემბერს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა. ასოცირების საბჭო უმაღლესი ოფიციალური ორგანოა, რომელიც შეიქმნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე და მიზნად ისახავს როგორც აღნიშნული შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობას, ისე საერთო ინტერესების განხილვას.

Languages:

ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში საქართველო წინ მიიწევს. რიგი რეფორმებისა უკვე განხორციელებულია, განმტკიცდა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ეკონომიკა.

Languages:

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

Pages