European Union External Action

EU Ambassador visits Guria

13/10/2019 - 20:02
News stories

12-13 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გურიას ესტუმრა. ვიზიტის დროს იგი შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წრმომადგენლებს, ასევე ესტუმრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს და ოფიციალურად გახსნა ევროპის დღე ოზურგეთში.

 ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო  და ძლიერი, როგორიც იგი დღეს არის. ამ ურთიერთობების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის გურულები სარგებლობენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით, ევროპის ბაზარზე წვდომით,  აგრეთვე ევროკავშირის  მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო-გაცვლითი და სხვა პროგრამებით. ჩემი ორდღიანი ვიზიტის დროს, მე ვესტუმრე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 6 წარმატებულ პროექტს, რომელთა მიზანია ადგილობრივი სამუშაო ადგილების შექმნა, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და ისეთი მსხვილი ინიციატივების განხორციელება, როგორიცაა გურიის ტურიზმის სტრატეგია და „ჩაის გზა”. მე ვიხილე ძლიერი  სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც აქტიურადაა ჩართული და მზადაა საჭირო ქმედებებისთვის. აგრეთვე, დავათვალიერე გურიის შესანიშნავი ჩაის პლანტაციები და ბუნება. გურია,  ევროკავშირის ოთხი პრიორიტეტული საპილოტე რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელიც დამატებით დახმარებას მიიღებს ევროკავშირისგან. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ.” - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა გურიაში სტუმრობა ნაგომარში, ჩაის კოოპერატივში ვიზიტით დაიწყო. ის ერთ-ერთია იმ 17 კოოპერატივიდან, რომელიც ევროკავშირის დახმარებით სარგებლობს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, კოოპერატივმა ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა და ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოადხინა, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში, გააფართოვა ქარხანა და გააორმაგა წარმოება.

 „ნაგომარის ჩაი არ არის უბრალოდ სასმელი, ეს არის ხელოვნება, მემკვიდრეობა და საარსებო წყარო. დღეს ვესტუმრე ჩაის კოოპერატივს, რომელსაც ევროკავშირი უწევს დახმარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ის არაჩვეულებრივ ჩაის აწარმოებს. კოოპერატივში თანაბრად არიან დასაქმებული მამაკაცები და ქალები და მისი საშუალებით განახლდა ძველი, მიტოვებული პლანტაციები. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგის მიღწევა გვსურს.

 

ნაგომარში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის ელჩი შეხვდა გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს  და განიხილა მათთვის აქტუალური საკითხები და არსებული გამოწვევები.

„გურიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრისას, ჩვენ შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიცაა საერთო მიღწევები, ტურიზმი, დეცენტრალიზაცია, დაფინანსების სირთულეები და გარემოს დაცვის საკითხები. თქვენ ნამდვილად ღირსეული პარტნიორები ბრძანდებით!

 

ევროკავშირის მხარდაჭერით, გურიის ოთხი მუნიციპალიტეტის (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი და ოზურგეთის მერია) და ორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი) ჩართულობით, შემუშავდა გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია. იგი ეყრდნობა მონაწილობითი მიდგომის პრინციპებს და ითვალისწინებს, როგორც ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრას, ასევე რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსებიდან, ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაზრდილი სარგებლის მიღებას. ევროკავშირის ელჩი შეხვდა ამ პროცესში ჩართულ მხარეებს.

 „სამოქალაქო საზოგადოება + ადგილობრივი ხელისუფლება = გამარჯვებულ გუნდს. ადასტურებს Guriatourism.ge, ჩატარებული კულტურული ღონისძიებები და ადგილობრივი ინვესტიციები. ვამაყობთ ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერით გურიის ტურიზმის სტრატეგიის განვითარების პროცესში!

 ვიზიტის პირველი დღის დასასრულს გაიმართა  ჯგუფი „ბანისკონცერტი.

 „დიდი მადლობა ჯგუფ „ბანს ოზურგეთში ევროპის დღის გახსნაში მონაწილეობისთვის! სხვა დროს ჩვენც შემოგიერთდებით სცენაზე J

 

ვიზიტის მეორე დღე ელჩმა სოციალურ საწარმო „რედო-ს სტუმრობით დაიწყო. ევროკავშირისა და ASB-ის ერთობლივი პროექტის ფაგლებში, საწარმო ამზადებს ცემენტის და ბეტონის ფილებს და ეხმარება მასში დასაქმებული პირობითი მსჯავრდებულების საზოგადოებაში ინტეგრაციას. აღნიშნული დახმარება ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში პენიტენციური სისტემების მოდერნიზაციაზე.

 

„გვეძლევა მეორე შანსი და ჩვენ მზად ვართ ის გამოვიყენოთ - ეს არის სოციალური საწარმო 

„რედო ოზურგეთში, რომელიც ეროვნული დახმარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და ASB-ის დახმარებით ასაქმებს პირობით მსჯავრდებულებს. მიხარია, რომ შევიტყვე მათი წარმატებული დასაწყისისა და  სამომავლო გეგმების შესახებ.

 

ვროკავშირის ელჩი, აგრეთვე, ეწვია ოზურგეთში არსებულ სუპერმარკეტს,  “სავაჭრო სახლი 1”-ს, რომელმაც ევროკავშირი ბიზნესისათვის-ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის ფარგლებში, მიიღო ბიზნეს კონსულტაცია პროდუქციის განთავსებისა და ფინანსური აღრიცხვისა და მენეჯმენტის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რამაც ხელი შეუწყო საწარმოს გაყიდვებისა და ბრუნვის ზრდას. ასევე, სავაჭრო სახლი 1”-მა ისარგებლა საკრედიტო ხაზით და შეიძინა თანამედროვე დანადგარები საცხობის ბიზნესის ასამუშავებლად.

 

„სასიამოვნოა ოზურგეთში სავაჭრო სახლი 1-ის მეპატრონე ბატონ ირაკლისთან შეხვედრა, რომელმაც, ევროკავშირისა და ევროპის განვითარების ბანკის რჩევითა და ფინანსური დახმარებით, მისი საწარმოს მოგება პირველსავე წელს 40%-ით გაზარდა, ააგრეთვე გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და გახსნა ახალი საცხობი. ევროკავშირის ხელშეწყობით 30000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი ამოქმედდა საქართველოში.

სავაჭრო სახლი 1”-ს შემდეგ, კარლ ჰარცელი ეწვია შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრს ოზურგეთში, რომელიც ევროკავშირისა და ASB-ის მხარდაჭერის შედეგად გაფართოვდა და მას დაემატა 0-7 წლამდე ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სერვისები.

„დიდი სიამოვნება მივიღე მშვენიერი კონცერტისგან, რომელიც მოეწყო  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში. აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდებისა და მასწავლებლების ჩართულობით. ცენტრი სარგებლობს მხარდაჭერით ევროკავშირისა და ASB-ის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის ელჩი, ასევე ესტუმრა ოჯახურ სასტუმროს შემოქმედში, რომელმაც მიიღო ევროკავშირის დახმარება ჩაის პლანტაციის გაფართოვებისა და ძველი ტრადიციული ჯიშის, ქართული ჩაის განახლება-მოშენებისათვის.

„გურიის „ჩაის გზაზემოგზაურობამ პატარა ოჯახურ სასტუმრო „კომლამდე“ მიგვიყვანა. სასტუმროს გურული ქალბატონების სამი თაობა უძღვება. ის მომხიბვლელია ადგილობრივი ტრადიციებით, ულამაზესი ადგილმდებარეობით და რეგიონის სამომავლო განვითარების იმედს იძლევა. ევროკავშირი მოხარული იქნება თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნულ პროცესში“.

 

 ვიზიტის დასასრულს, ევროკავშირის ელჩმა ოზურგეთის მერთან, კონტანტიტე შარაშიძესთან ერთად, ოფიციალურად გახსნა  ევროპის დღე ოზურგეთში.

 „ვასრულებ  გურიაში ჩემს ორდღიან ვიზიტს, ევროპის დღის აღნიშვნით ოზურგეთში! გავეცანი უამრავ წარმატებულ პროექტსა  და სამომავლო გეგმებს, რაც კარგი წინაპირობაა ევროკავშირსა და გურიის რეგიონის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის. დიდ მადლობას ვუხდი გურიას მასპინძლობისა და გაწეული ძალისხმევისთვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

  • თამარ შავდიაპროექტი “ევროკავშირი საქართველოსთვის”

+995 577 991 991 tata.shavdia@landell-mills.com

Languages:
რედაქტორი: