რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია.
გარდა ამისა, 27 ივნისიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ორ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები ძალზე უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე. ეს შეზღუდვები უნდა გაუქმდეს შემდგომი ჰუმანიტარული სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღეს დაწყებული რაუნდი ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული დაძაბულობის შემცირებისა და დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.
ევროკავშირის მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.