European Union External Action

კონფერენცია მედიაში ეთიკისა და პასუხისმგებლობის შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერით

02/05/2019 - 15:00
News stories

პრესის საერთაშორისო დღესთან, 3 მაისთან დაკავშირებით, ევროკავშირის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია ,,მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა და პასუხისმგებლობა,“ რომლის ორგანიზატორი იყო ,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.“

კონფერენცია გახსნეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

,,თვითრეგულირება ერთ–ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც დღეს აქ უდა ვისაუბროთ. პროფესიული, პასუხისმგებლობით აღსავსე და ეთიკური ჟურნალისტია აუცილებელია ჯანმრთელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის,“ თქვა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

კონფერენციაში მონაწილეობა  მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლოპატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ქართველმა და ევროპელმა მედიის სპეციალისტებმა, ასევე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მარეგულირებელი და თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლებმა. მათ ქართულ მედიაგარემოში არსებული გამოწვევები განიხილეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვების გათვალისწინებით.

***

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო ნარიმანიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ტელ: 593926429

E:mail: narimanishvili.n@gmail.com

 

თამარ მიქაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

ტელ: 599 53 30 31

E:mail: Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

Languages:
რედაქტორი: