European Union External Action

უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე

ბრიუსელი , 05/02/2018 - 13:21, UNIQUE ID: 180205_8
Remarks

უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე

გამოსვლის ტექსტში შესაძლოა შესწორებები შევიდეს!

ჩვენ ძალიან ხანგრძლივი, ინტენსიური და ძალიან დადებითი შეხვედრა გვქონდა.

როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი მიღება და მასპინძლობა გიორგი [კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი], ეს შეხვედრა აღმოსავლეთის პარტნიორობის ძალიან წარმატებული სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაიმართა; ამ სამიტის მუშაობაში პირადად თქვენ და თქვენმა ქვეყანამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა.

პირველ რიგში ნება მომეცით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით დავიწყო: ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს და ჩვენი პარტნიორობა ძალიან კარგად მიმდინარეობს. დღეს ჩვენ ავღნიშნეთ ის ფაქტი, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენმა მეგობრობამ ბევრი კარგი შედეგი მოგვიტანა. ეს მეგობრობის ძალზედ ინტენსიური რამდენიმე წელი იყო, რომლის დროს ასოცირების ხელშეკრულება შევიდა ძალაში, ჩვენს შორის თავისუფალი ვაჭრობის ერა დაიწყო და მოხდა ვიზა-ლიბერალიზაცია.

მახსოვს შარშან აქ ვიდექით და მოუთმენლად ველოდებით ამ მიღწევას [ვიზა-ლიბერალიზაციას] და დღეს ჩვენ ვხედავთ ჩვენს წინაშე, ჩვენი მოქალაქეებისთვის გახსნილ ბევრ შესაძლებლობას, დღეს ჩვენ განვიხილეთ ის საშუალებები, რომელთა მეშვეობით ამ მიღწევის სრულად გამოყენებას შევძლებთ, რათა ვუზრუნველყოთ, რომ ამ მიღწევაზე დაფუძნებით ჩვენს მოქალაქეებისთვის (როგორც საქართველოში ისე ევროპის კავშირში) მეტი შედეგის მიღწევა და მათი მოლოდინების აღსრულება.

დღეს ჩვენ გარკვეული კონკრეტული იდეები განვიხილეთ და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ევროპის კავშირი ჩვენი პარტნიორობის და მეგობრობის პოტენციალის სრულად ამოქმედებას აპირებს. დღეს ჩვენ ერთად განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული პროგრესი, გარდა ამისა, ჩვენ გარკვეულწილად ასევე დარჩენილ გამოწვევებზეც ვისაუბრეთ.

პრემიერ-მინისტრო ჩვენ დავინახეთ რომ თქვენ და თქვენს კოლეგებს (რომლებსაც მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან პრემიერ-მინისტრს თან ახლავს დიდი სამთავრობო დელეგაცია და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა თითოეულ თქვენ კოლეგასთან ერთად მუშაობა) მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი იმუშაოთ რეფორმებზე თქვენს ქვეყანაში: იმ რეფორმებზე, რომლებიც სრულად უნდა განხორციელდეს და როგორც ყოველთვის, ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ ამ პროცესში.

ჩვენ განვიხილეთ საკონსტიტუციო რეფორმის და ასევე ადგილობრივი არჩევნების შედეგები, რომლებიც კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ჩვენი დაკვირვებით არჩევნების დროს ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის გაგრძელება. ევროპის კავშირი ამ საქმიანობაშიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას.

მე ასევე ხაზი გავუსვი, რომ ევროპის კავშირი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ასევე მშვიდობის, სტაბილურობის და კონფლიქტის გადაჭრის მცდელობის მხარდაჭერას.

ამ პროცესში მუდმივად ვართ ჩართული სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის [ტოივო კლაარის], ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩვენი თანათავმჯდომარეობის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით. ჩვენ პრემიერ-მინისტრთან შევთანხმდით, რომ საჭირო გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ კიდეც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ თემებთან დასაკავშირებლად და საზოგადოების ყველა ფენის ამ პროცესში ჩასართველად. ჩვენ ამ თემაზე ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა როგორც ჩვენს დახურულ შეხვედრაზე ისე პლენარულ სხდომაზე. ვაფასებ თქვენს ხელმძღვანელობს ამ სფეროში და იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი იმედი უნდა გქონდეთ.  

სანამ სიტყვას გადმოგცემდეთ მინდა სამ ძირითად საკითხს გავუსვა ხაზი, რადგან ვიცი რომ ეს თემები ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. 

როგორც უკვე ავღნიშნე, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს ჩვენ ვიმედოვნებით საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის მიღებას. ჩვენ იმედზე უფრო მეტი შეგრძნება გვქონდა, რადგან ამ შედეგის მისაღწევად ძალიან აქტიურად ვმუშაობდით. ამ მომენტისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით უკვე 170,000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. ჩვენს შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების განხორციელებაც კარგად მიმდინარეობს - როგორც ეს ევროპის კომისიის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიშიდანაც ჩანს.
 
მე თქვენგან მოვისმინე, რომ თვენი მთავრობა იღებს ვალდებულებას რომ ვიზა ლიბერალიზაცია რაც შეიძლება კარგად იმუშავებს და რომ ნებისმიერი გამოწვევის წარმოშობის შემთხვევაში ამ გამოწვევებზე ერთად მუშაობა მოხდება. ჩვენს ხალხებს შორის უფრო ახლო კონტაქტების ქონა ძალზედ მნიშვნელოვანია. როგორც ევროპის კავშირისთვის ისე საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ეს ეხება ჩვენს ეკონომიკას, ტურიზმს და ერთმანეთის კიდევ უკეთ გაცნობას, რაც ევროპელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
 
მეორე საკითხი: ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ვხედავთ რომ ევროპის კავშირის მოქალაქეებმა უფრო მეტი ქართული პროდუქტი შეიძინეს და მოიხმარეს. ჩვენ მაშინ უკვე ვიყავით საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო 2017 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე 37%-ით გაიზარდა. ეს იმაზე მიუთითებს რომ ჩვენს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას ნამდვილად დიდი შედეგები მოაქვს და თქვენი მთავრობის მიერ რეფორმების გაგრძელებასთან ერთად პოზიტიური შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება სამუშაო ადგილებისა და სავაჭრო შესაძლებლობების კუთხითაც.
 
მესამე საკითხი კი ჩემს მიერ ზემოდხსენებულ ყველა თემას უკავშირდება - ჩვენ სულ უფრო მეტად ვმუშაობთ ერთად ჩვენი პარტნიორობის დადებითი შედეგების გავრცელებისთვის, რადგან ამ პარტნიორობას ნამდვილად მოაქვს პოზიტიური ცვლილებები ჩვენი ხალხებისთვის.
 
ასე რომ, როგორც დღევანდელი შეხვედრის დროს გითხარით, როგორც ყოველთვის,  მაგრამ ამჯერად კიდევ უფრო მეტად, მოუთმენლად ველი თქვენთან და თქვენს მთავრობასთან თანამშრომლობას შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენი საერთო ამბიციური დღის წესრიგის კიდევ უფრო წინ წაწევის კუთხით - მათ შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში უფრო ძლიერი და ღრმა თანამშრომლობის  (რომელიც ჩვენ ასევე განვიხილეთ) და ასევე რეგიონული დინამიკის მიმართულებით.
ევროპის კავშირისითვის საქართველო ღირებული და ძვირფასი პარტნიორია და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს მეგობრობაში წვლილის შეტანის გაგრძელება (ისევე როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით, რასაც კარგი შედეგები მოჰყვა) ჩვენს საერთო ინტერესებში შედის.
 

ვიდეოს ბმული: https://ec.europa.eu/avservices/video/player.cfm?ref=I150454