European Union External Action

ევროკავშირის ანგარიში: საქართველო წარმატებით ასრულებს რეფორმებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს

ბრიუსელი, 10/11/2017 - 12:11, UNIQUE ID: 171110_35
Press releases

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 2017 წელს მიმდინარე ,,ასოცირების დღის წესრიგის“ განხორციელების პროცესი ადასტურებს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრირების მიმართულებით აღებული ვალდებულებების ერთგულია.

საქართველოს მიერ ასოცირების განხორციელების პროცესში მიღწეული წინსვლის დეტალები ასახულია ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მეორე ერთობლივ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის საგარეო (ქმედებების) სამსახურმა და ევროკომისიამ დღეს – ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს ამა წლის 8 დეკემბერს დაგეგმილი სხდომის წინა პერიოდში – გამოაქვეყნეს.

ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ძალისხმევა ჩადეს მტკიცე პარტნიორობის უზრუნველსაყოფად, რომელიც დღითიდღე ღრმავდება და ჩვენი მოქალაქეებისთვის სულ უფრო მეტი სარგებელ მოაქვს. ამა წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ვიზის გარეშე მოკლე ვადით იმგზავრონ შენგენის სივრცეში. საგრძნობლად გაიზარდა ჩვენს სტუდენტებს შორის მიმოსვლა და ბიზნესმენთა შორის ვაჭრობის შესაძლებლობები. დღევანდელი ანგარიში ნათლად ასახავს იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებისას მიაღწია. ევროკავშირი გააგრძელებს იმ სამუშაოს მხარდაჭერას, რომლის გაგრძელებაც აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით. ევროკავშირი ასევე გააგრძელებს  ჩვენი საერთო ,,ასოცირების დღის წესრიგის“ საფუძვლიან და სისტმატურ განხორციელებას,“ განაცხადა ევროკავშირის საბჭოს უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.  

,,ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში ჩვენ მუდმივად ვხედავთ დადებით შედეგებს,“ განაცხადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა,,ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების განახლებული დღის წესრიგი ქმნის პრიორიტეტების პრაქტიკულ ჩარჩოს, რომლითაც 2020 წლამდე ერთობლივად შევძლებვთ მუშაობის გაგრძელებას. ევროკავშირის სტანდარტებსა და წესებთან დაახლოება საშუალებას აძლევს საქართველოს, უფრო აქტიური მოთამაშე გახდეს საერთაშორისო ბაზარზე. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია; 2017 წელს, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაიზრდება. საქართველოს მიერ 2017 წლის ივლისში ენერგოთანამეგობრობის შესახებ შეთანხმებაში სრულად  გაწევრიანება კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველო–ევროკავშირის დაახლოების პორცესში.

მეორე ერთობლივ ანგარიშში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს 2016 წლის სხდომის შემდეგ. ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ მთავარ მოვლენებსა და რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებს შეესაბამება. ანაგიშში მითითებულია, რომ საქართველომ განახორციელა რიგი რეფორმებისა, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, ასევე, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა მიმართულებებს. მთლიანობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით) გათვალისწინებული ვალდებულებები წინასწარ შეთანხმებული ვადების დაცვითაა შესრულებული. საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდა და ადამიანის უფლებებისა და ანტიდისტრიმინაციულ სფეროში მრავლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო მიღებულია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია ვალდებულებების მთელი სპექტრი, რომელიც კანონმდებლობის მიღებასა და, პარალელურად, არსებული წესებისა და სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. ეს  იმისთვისაა აუცილებელი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მტკიცე გარანტია, რომ დროთა განმავლობაში ისინი შეძლებენ  სარგებლის მიღებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით და ზოგადად, ევროკავშირთან ურთიერთობით.  

ეკონომიკური განვითარების სფეროში ანგარიში ხაზს უსვამს იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის სექტემბრიდან – ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის წინასწარი  ამოქმედების დღიდან – მიიღეს. ევროკავშირის ტექნიკური რეგულაციების და სტანდრატების თანდათან შემოტანით ქვეყანის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ღირებულებათა ჯაჭვში სულ უფრო განმტკიცდა. 2016 წელს ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო და საქართველოს მთლიან ვაჭრობაში 30%–იანი წილი ეკავა. 2017 წლის წინასწარი მონაცემები ამ ტენდეციის გაგრძელებაზე მეტყველებს. ამასთან, ორმხრივი ვაჭრობის მონაცემებიც დადებითია. 2017 წლის პირველ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით საქართველოდან ევროკავშირში იმპორტი 56%–ით, ხოლო ევროკავშირიდან საქართველოში ექსპორტი– 2%–ით გაიზარდა.

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  დახმარებით,   ევროკავშირი აქტიურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან თანამშრომლობას ტერორიზმისა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში და მნიშვნელოვანი პარტნიორია უსაფრთხოების სფეროში. 2017 წლის აპრილში საქართველოსა და ევროპოლს შორის დაიდო შეთანხმება სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ, ხოლო ამა წლის ოქტომბერში ევროკავშირსა და საქართველოს შორის პირველი უმაღლესი დონის დიალოგი სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხში საქართველოში ჩატარდა. ქართული კონტინგენტი მონაწილეობს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხრედრო და სამოქალაქო ოპერაციებში და აძლიერებს ევროკავშირის როლს მსოფლიო უსაფრთხოებისა და ქვეყნების მდგრადობის უზრუნველყოფაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ერთობლივი ანგარიში სრულად

ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმების, DCFTA–ს ჩათვლით, სრული ტექსტი Aევროკავშირი–საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი 

ევროკავშირი-საქართველო AA/DCFTA მოკლედ

ევროკავშირი–საქართველოთ AA/DCFTA მითების გაქარწყლება

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთოებები – მოკლე მიმოხილვა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში – ინტერნეტგვერდი

Languages: