THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს: თბილისი აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული ინფრასტრუქტურის პირველ კონფერენციას მასპინძლობს (EaPEC 2016)

07.10.2016
Teaser

2016 წლის 7 ოქტომბერს თბილისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა Connect“–ის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი კონფერენცია ელექტრონული ინფრასტრუქტურის (e–ინფრასტრუქტურის) საკითხებზე. ღონისძიების მიზანი იყო e–ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა და თანამეგობრობის ჩამოყალიბება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

Text

ღონისძიებას ესწრებოდნენ კვლევისა და განათლების სფეროში მომუშავე ქსელებისა და კომპუტერული ტექნოლოგიების ექსპერტები, პოლიტიკის სპეციალისტები, მკვლევარები და სტუდენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და მთელი მსოფლიოდან. გაიმართა ინტერაქტიული დისკუსიები ,,ღია მეცნიერების“ შესახებ და მოხდა  კვლევების სფეროში აზრთა გაცვლა–გამოცვლა მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა ფიზიკა და სეისმოლოგია, ბიომედიცინის მეცნიერებები, რობოტიკა, მონაცემთა ანალიზი, კლიმატი და ეკოლოგია. 

,,ადამინის ტვინის პროექტის“ (Human Brain Project)  ფარგლებში მომზადებულ ძირითად მოხსენებებში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია უახლესი, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურის შესახებ ტვინის კვლევის სფეროში, კოგნიტიური ნეირომეცნიერებისა და ტვინის კვლევის საფუძველზე შემუშავებულ კომპიუტერულ მეცნიერებაში. ადამინის ტვინის პროექტი ევროკომისიის მომავლისა და განვითარებადი ტექნოლოგიების წამყვანი პროექტია European Commission Future and Emerging Technologies Flagship.

,,გაამდიდრე კვლევა ცოდნით“  Enlighten Your Research (EYR), არის საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული პროგრამა, რომელიც  ხელს უწყობს თანამშრომლობას მკვლევარებს შორის და იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ქსელურ მომსახურებას. კონფერენციის მეორე დღეს  გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი EYR @ EAP რეგიონული პროგრამის ფარგლებში.

კონფერენციას უმასპინძლა პროგრამა GRENA–მ  – საქართველოს კვლევისა და განათლების ქსელმა. ეს ქსელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა Connect -ის პარტინიორია.

კატეგორია
Press releases
Location

Tbilisi

Editorial sections
Eastern Europe
Georgia