St Pierre and Miquelon

პრესმდივნის განცხადება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

Brussels, 03/07/2019 - 16:25, UNIQUE ID: 190703_12
Statements by the Spokesperson

რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია.

რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელ და არაპროპორციული.

გარდა ამისა, 27 ივნისიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ორ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები ძალზე უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობ გადაადგილების თავისუფლებაზე. ეს შეზღუდვები უნდა გაუქმდეს შემდგომი ჰუმანიტარული სირთულეებ თავიდან საცილებლად. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღეს დაწყებული რაუნდი ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული დაძაბულობის შემცირებსა და დაზარალებულმოსახლეობ მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.

ევროკავშირის მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

Languages: