EEAS RSS Feeds

Displaying 1 - 2 of 2

დღეს, ესტონეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის განვითარებას და კიბერ უსაფრთხოების გაუმჯობესებას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, 5 ოქტომბერს, გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი ციფრული ეკონომიკის შესახებ, ხოლო ერთი დღის შემდეგ - 6 ოქტომბერს, ევროკავშირის მინისტერიალი ელექტრონული მმართველობის საკითხებზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-2 მედია-კონფერენცია, რომელიც 2017 წლის 13 სექტემბერს კიევში ჩატარდება, მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღება მიაპყროს იმ მზარდ გამოწვევებს, რომლებიც დგას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტების წინაშე.