New Caledonia

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 07/04/2021 - 19:14, UNIQUE ID: 210407_22
Statements by the Spokesperson

1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი განიხილება. ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და მოქმედი წესების გამო.

1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი განხილებ. ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და მოქმედი წესების გამო.

მაშინ როდესაც ევროკავშირი მიესალმება მოსამართლეთა შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების ინიციატივას, იგი იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე, ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ უკვე შეიტანა ცვლილებები ამ კანონმდებლობაში ნაჩქარევად, ვენეციის კომისიისათვის საბოლოო დასკვნის დროულად მოკითხვის, თუ ამ დასკვნისთვის დალოდების გარეშე.

ამიტომ ევროკავშირი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ დადასტურებული ახალი წესები ყველა კანდიდატს ერთნაირად უნდა მიესადაგებოდეს.

მნიშვნელოვანესია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინდისიერებით  შემკული მოსამართლეებისაგან შედგებოდეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე იქნება საქართველოსთვის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის წინაპირობა.

Languages: