New Caledonia

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 18/02/2021 - 15:17, UNIQUE ID: 210218_16
Statements by the Spokesperson

ოპოზიციური პარტიის - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის განჩინებასა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ოპოზიციური პარტიის - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის განჩინებ და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველო ხელისუფლებას, სევე  ოპოზიცია, მოქმედონ მაქსიმალურ თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. ქვეყნის და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ.

აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად. საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა საქართველოში დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო ამბიციური და ინკლუზიური რეფორმების საშუალები. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემითან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობას წარმოადგენს.

ევროკავშირი მზად არის გააგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში.

Languages:
რედაქტორის ნაწილი: