THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირის ელჩი იმერეთს ესტუმრა

11.06.2019
Teaser

კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მოინახულა ევროკავშირის მიერ ინიცირებული და დაფინანსებული რამდენიმე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას იმერეთში. ევროკავშირის ელჩი, აგრეთვე, ესტუმრა ქუთაისის აეროპორტს, სადაც ის შეხვდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს და განიხილა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. ვიზიტის დასასრულს, კარლ ჰარცელმა ოფიციალურად გახსნა ევროპის დღე წყალტუბოში.

Main Image
Text

ვიზიტის ფარგლებში, კარლ ჰარცელი შეხვდა ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა (EDEC) და რბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) წარმომადგენლებს. ორგანიზაციები ერთობლივად მჭიდროდ თანამშორმლებლობენ ევროკავშირთან,  რათა ხელი შეუწყონ საქართველოში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. შეხვედრა გაიმართა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მოვლისა და განათლების დაწესებულებაში, სადაც ასევე, განთავსებულია საციალური საწარმო „ფარშევანგი.

ევროკავშირის ელჩი, აგრეთვე, ესტუმრა კომპანია „მადერა ჯორჯიას“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ჩამოყალიბებული ქართული ავეჯის (ბიზნეს) კლასტერის წევრია და ხის დამუშავების 12 წლიანი გამოცდილება აქვს. მადერა ჯორჯია წარმატებით ახორციელებს ავეჯის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში და დასაქმებული ყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. „მადერა ჯორჯიაში ვიზიტისას, კარლ ჰარცელი, ასევე, შეხვდა ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებმაც ახლახან გაიარეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრენინგი მეწარმეობის საკითხებზე.

წყალტუბოში, ევროკავშირის ელჩი დაესწრო  სოფლის განვითარების ახალი პროექტის „წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის გახსნას. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და მის იმპლემენტაციას ახორციელებს „ფიფლ ინ ნიდ“-ი (People in Need). ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფლის განვითარებას მონაწილეობითი  მიდგომის დანერგვის გზით, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის თემებისა და ადგილობრივი ჯგუფების სრულ ჩართულობას.

ვიზიტის ბოლოს, კარლ ჰარცელმა, წყალტუბოს მერთან, გრიგოლ იოსელიანთან, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულებელ, პაატა ახალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ცოტნე ზურაბიანთან და დიმიტრი მხეიძესთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნა ევროპის დღე წაყალტუბოში. ღონისძიების ფარგლებში, მან დააჯილდოვა ევროკავშირი-ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ოფისის მიერ ჩატარებული ესეების კონკურსის - „მე ვარ ევროპელის” გამარჯვებულები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • თათა შავდია, კომუნიკაციის ექსპერტი, EU4Georgia, მობ: +995 577 991 991, tata.shavdia@landell-mills.com
Post category
News stories
Editorial sections
Georgia