Delegation of the European Union to the
UN and other international organisations in Geneva

ევროკავშირის დაძმობილების პროექტი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდასაჭერად ხორციელდებოდა, საქმიანობას ასრულებს

Tbilisi, 05/07/2019 - 12:10, UNIQUE ID: 190705_5
Press releases

19-თვიანმა პროექტმა, 190-ზე მეტი ლიეტუველი, გერმანელი და პოლონელი ექსპერტის მონაწილეობით, ხელი შეუწყო კომუნიკაციების შესახებ საქართველოს მეორადი კანონმდებლობის და სახელმძღვანელო პრინციპების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრაში

პარასკევს, 2019 წლის 5 ივლისს, თბილისში გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტროული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ (შემდგომში, „დაძმობილების პროექტი“) დასკვნითი კონფერენცია.

დასკვნით კონფერენციაზე მომხსენებლებმა 19 თვის განმავლობაში მიღწეული შედეგები წარადგინეს და შედეგების მდგრადობასა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. 190-ზე მეტი ევროკავშირის ექსპერტთა მისია 800 სამუშაო დღის განმავლობაში ხორციელდებოდა, ასევე ორგანიზება გაუკეთდა 6 სასწავლო ვიზიტს პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთგაცვლის მიზნით. ყველა ეს ღონისძიება საქართველოს სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან შესაბამისად შემუშავებაში მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა, რაც უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ბაზრის ყველა მოთამაშისთვის.

დაძმობილების პროექტის ფარგლებში შემუშავდა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს მეორად კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტი ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის:

  • წესები მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ;
  • ზოგადი ნებართვის ავტორიზაცია ელექტრონულ საკომუნიკაციო საქმიანობაში ჩართვის მიზნით;
  • ზოგადი ნებართვის საფუძველზე რადიოსიხშირეების გამოყენების შესახებ ზოგადი დებულებები;
  • წესები საჯარო კონსულტაციების შესახებ და წინადადებები უნივერსალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ.

 

ეს არის საქართველოსა და ბენეფიციარი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გზაზე. შეთავაზებული ცვლილებები შემუშავდა ევროკავშირის კომუნიკაციების შესახებ მარეგულირებელი ჩარჩოს განხორციელების საუკეთესო საკანონმდებლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოს ეროვნული გარემოებები, რაც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან.

ეროვნულ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე წინადადებებთან ერთად, დაძმობილების პროექტის ფარგლებში მრავალი სახელმძღვანელო რეკომენდაცია შემუშავდა, რომლებიც პრაქტიკულ საკანონმდებლო რჩევებს შეიცავს და ევროკავშირის საუკეთესო რეგულაციური პრაქტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს შემდეგ სფეროებში:

  • ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება (მათ შორის, ინფრასტრუქტურის გაზიარება, მშენებლობა, სახელმწიფოს დახმარება, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის და მობილური  დაფარვის რუკები, მომსახურების ხარისხი და ქსელის ნეიტრალიტეტი)
  • ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგია
  • სპექტრის მინიჭების მეთოდოლოგია
  • ქსელის მთლიანობის დარღვევებზე შეტყობინების პროცედურები
  • უსაფრთხო ინტერნეტის ცხელის ხაზის საქმიანობა
  • როუმინგის მარეგულირებელი ჩარჩო

პროექტის დოკუმენტები ქართულ ენაზე ითარგმნა და ქართველმა და ევროპელმა ექსპერტებმა განიხილეს აღნიშნული დოკუმენტები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სემინარებსა და ტრეინინგებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სამსახურის უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გერმანიის ფედერაციის საელჩოს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, დაძმობილების პროექტის ლიდერები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ორგანიზაციის (GNCC) წამყვანი ექსპერტები, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ელექტრონული საკომუნიკაციო ინდუსტრიის დაინტერესებული მხარეები და სხვა შესაბამისი ორგანოები.

დაძმობილების პროექტი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და განხორციელდა ლიეტუვის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (RRT) მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისთან (UKE), გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსა (BMWi) და ცენტრალური პროექტის მართვის სააგენტოსთან (CPMA) პარტნიორობით.

 

წინაპირობები:

ტვინინგი/ დაძმობილების პროექტი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის გაძლიერების მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/tenders/twinning_en

 

საკონტაქტო პირი: ნათია ღვინჯილია

თანამდებობა: RTA პროექტის ასისტენტი

ელ-ფოსტა: nghvinjilia@gncc.ge

Languages:
რედაქტორის ნაწილი: