Delegation of the European Union to Uganda

საქართველო ევროპის მობილობის კვირეულს აღნიშნავს

23/09/2020 - 07:00
News stories

 

16-22 სექტემბერს, ევროკავშირმა ორგანიზაციასთან საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, თბილისის მერიასა და გაეროსთან ერთად საქართველოში ევროპის მობილობის კვირეული აღნიშნა. 2020 წლის კვირეულის თემა იყო „გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე“, რომელიც ხაზს უსვამს იმ სარგებელს, რასაც ფეხით სიარულს, ველოსიპედით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასა და ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების გამოყენებას მოაქვს ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. ფიზიკური აქტიურობით ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ჯანმრთელობას, ვამცირებთ დაბინძურებას და ხმაურს ქალაქებში. კვირეული აღინიშნა, როგორც ტელევიზიების, ისე სოციალური მედია კამპანიისა და „დღე ავტომობილების გარეშე“ ღონისძიების საშუალებით, რომლის დროსაც თბილისის მთავარი ქუჩები ველოსიპედით მოსარგებლეების მიერ დაიკეტა.

ნახეთ ქვემოთ ვიდეო და ესტუმრეთ ჩვენი ადგილობრივი კამპანიის გვერდს დამატებითი ინფორმაციისთვის.

 

 

 

 

Languages:
რედაქტორი: