Delegation of the European Union to Uganda

ევროკავშირი იწყებს პროექტს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემის გასაძლიერებლად

07/11/2019 - 13:54
News stories

გეოგრაფიული აღნიშვნა პროდუქტს მის გეოგრაფიულ წარმომავლობასთან აკავშირებს. საქართველოს 40-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნა გააჩნია - მათ შორის სულგუნი, ჭაჭა და ჩურჩხელა.

"Churchkhela - 'Georgian Snickers'" by young shanahan is licensed under CC BY 2.0 

დღეს, თბილისში, სასტუმრო მეტეხი პალასში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ გახსნის ცერემონია გაიმართა.

ზემოხსენებული ღონისძიებით აღინიშნა საჯარო სამსახურების დაძმობილების (ე.წ. ტვინინგის) პროექტის დაწყება, რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოში გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ხარისხის პოლიტიკის გაუმჯობესებას. საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების  კონტროლის, სამართლიანი კონკურენციისა და დაცვის ეფექტური სისტემის ხელშეწყობას, არსებული ვითარების გაუმჯობესებას, საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ევროკავშირის მიერ 1.5  მილიონი ევროთი დაფინანსებულ პროექტს ახორციელებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული სამსახურები მოცემულ სფეროში (იტალია და საფრანგეთი). პროექტის ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი.

ღონისძიება გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბ-ნ კარლ ჰარცელმა, იტალიის რესპუბლიკის ელჩმა ენრიკო ბარტოლიმ,  საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა იულია სოტიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ბ-ნ დავით ბუჯიაშვილმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნის პროექტის ლიდერებმა,  პროექტის ადგილობრივ  მრჩეველთან ერთდ.

ტვინინგის პროექტის მიზანია, ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის დებულებებითა და ეფექტური დამხმარე ინსტრუმენტების შექმნის გზით საქართველოში საქონლის ‘’ადგილწარმოშობის დასახელებისა’’ და ‘’გეოგრაფიული აღნიშვნების’’ სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

”გეოგრაფიული აღნიშვნების საკითხი უკვე მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირის დღის წესრიგშია, რაც სრულიად გამართლებულია, რადგან  გეოგრაფიული აღნიშვნები საქართველოს მიერ თავისი ძირითადი უპირატესობების საფუძველზე ევროკავშირის დიდ ბაზარზე ვაჭრობის საშუალებას წარმოადგენს და ასევე მისი უნიკალური წარმოების მეთოდებისა და კულტურული ტრადიციების საიმედო დაცვას გულისხმობს. მოხარული ვარ, რომ დღეს დაწყებული პროექტი გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყნის -  იტალიისა და საფრანგეთის მიერ განხორციელდება. უკეთესი პარტნიორები ძნელი წარმოსადგენია!” აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

პროექტი გრძელდება 2021 წლის იანვრის ჩათვლით  და ხორციელდება იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის, სატყევე მეურნეობისა სამინისტროსა და საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ.

  მოსალოდნელი შედეგებია:

  • საქართველოში გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ევროპულთან ჰარმონიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერება;
  • გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე საქონლის მწარმოებელთა ასოციაციებისა და სახელმწიფო ორგანოების როლისა გაძლიერება ;
  • საქართველოში გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით ეფექტური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება.

ზოგადი ინფორმაცია:

საჯარო სამსახურების დაძმობილების ეს პროექტი საქართველოსადმი ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიანი სექტორული მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს ქვეყნის დახმარებას გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული სისტემების ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციისათვის.  

ტვინინგი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც, ასევე აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში დაგროვილ გამოცდილებას თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

საკონტაქტო პირები:

ბ-ნი ბარტოლომეო ფილადელფია

პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, ელ. ფოსტა: info.twinning@sakpatenti.org.ge;

მობ.: +995 599 844 072

ქ-ნი ქეთევან კილაძე

პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩევლის ქართველი პარტნიორი,საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, ელ. ფოსტა: kkiladze@sakpatenti.org.ge

მობ.: +995 595 244 254;

Languages:
რედაქტორი: