Delegation of the European Union to Uganda

წყლის ლაბორატორიის დღე საქართველოში: ევროკავშირმა გადმოგვცა ლაბორატორიის აღჭურვილობა წყალში სამრეწველო ქიმიკატებისა და პესტიციდების გამოსავლენად

30/10/2019 - 06:00
News stories

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ევროკავშირი აღნიშნავენ წყლის ლაბორატორიის დღეს, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ გადმოცემულ ახალი ლაბორატორიულ აღჭურვილობასთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის” (EUWI +).

გარემოს ეროვნული სააგენტოს წყლის ლაბორატორიის ბოლოდროინდელი მოდერნიზება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას აძლევს შესაძლებლობას  თანამედროვე მეთოდებით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები და  მომხმარებელს სერტიფიცირებული ლაბორატორიული მომსახურება შესთავაზოს, რომელიც წინ წაწევს საქართველოში წყლისა და მდინარეების აუზების დაცვას. ახალი მოწყობილობების მეშვეობით შესაძლებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და პესტიციდების ბევრად უფრო ფართო სპექტრის გამოვლენა, რომელთაგან ბევრი კანცეროგენური, ნეიროტოქსიკური ან ბიოაკუმულაციურია. ლაბორატორიის შესაძლებლობების ამგვარი გაფართოებით, ახლა უფრო მეტი დამაბინძურებლების მონიტორინგი და შემდგომში უფრო დიდი სიზუსტით კვლევა იქნება შესაძლებელი. ეს საბოლოოდ შეამცირებს ასეთი დამაბინძურებლების  მიერ ტოქსიკურ ზეგავლენას ადამიანებსა და ეკოსისტემებზე.

ღონისძიების ფარგლებში ასევე აღინიშნება ლაბორატორიის ბოლოდროინდელი აკრედიტაცია ISO/EN 17025:2017-ის შესაბამისად, რაც მოწმობს მისი ხარისხის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიაღწია ამ შესანიშნავ შედეგს. აკრედიტაცია ადასტურებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ანალიტიკური შედეგები არის თანმიმდევრული და სანდო, ამიტომ პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მყარი სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე.  თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიის არსებობა  უმნიშვნელოვანესია საქართველოს მიერ ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით გათვალისწინებული წყლის ქიმიური  ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობისთვის.

წყლის ლაბორატორიის დღეს, თბილისის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ახალგაზრდა მოსწავლეები ეწვივნენ ახალ ლაბორატორიას, მიიღეს ცოდნა ექსპერტებისგან წყლისა და მდინარის სისტემების ეკოლოგიური ანალიზის შესახებ და ლაბორატორიის პერსონალთან ერთად ჩაატარეს წყლის ანალიზი.

მაღალი დონის პირებმა გააკეთეს მოხსენებები აუდიტორიისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, საქართველოში წყლის პოლიტიკასა და წყლის ინტეგრირებულ მართვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ, რის შემდეგაც ეწვივნენ ლაბორატორიას, სადაც  მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და ექსპერტებს მიეცათ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა: ევროკავშირი აქვს აღებული ვალდებულება გააუმჯობესოს გარემო და მოსახლეობის ჯანმრთელობა საქართველოში - ყოველივე ამის მთავარი ასპექტია წყლის ხარისხი. ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მივაწოდეთ, EUWI + პროექტის ტექნიკურ დახმარებასთან ერთად, ამ მხარდაჭერის ნაწილია და საშუალებას მისცემს ხელისუფლებას და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს გარემოს დასაცავად იმოქმედონ მყარი დასკვნებისა და ფაქტების საფუძველზე. ”

წყლის მდგრადი მართვა სახელმწიფო პრიორიტეტია. უსაფრთხო წყალი მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, მდგრადი საარსებო საშუალებების შექმნისა და ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის. ევროკავშირის დახმარებით, განხორციელდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიის ტექნოლოგიური განახლება და მისი ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტაცია, რაც წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის პოზიციის გაძლიერებას“, - აღნიშნა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა., - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ავსტრიას უკვე აქვს მრავალწლიანი ვალდებულება საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით, კერძოდ წყლის სექტორში. მოხარული ვართ, რომ ჩვენ დავაფინანსეთ შესანიშნავი EUWI + პროექტი საფრანგეთთან ერთად, დაახლოებით 1 მილიონი ევროს მოცულობით და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო უფორ მეტად წინ წავა წყლის რესურსების მართვის კუთხით ”, - აღნიშნა - არად ბენკიუმ, ავსტრიის ელჩმა საქართველოში. აღსანიშნავია 2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის აუზების სააგენტოს Artois-Picardie შორის.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, წყლის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ტექნიკური და ფინანსური დახმარება გასწია ადამიანებისა და გარემოს სასარგებლოდ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა ევროკავშირის კოლეგებთან  ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EUWI +) პროექტის მეშვეობით. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საქართველო ახორციელებს ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიების ჰარმონიზაციას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან. ლაბორატორიის ბოლოდროინდელი განახლება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მიმართულებით, რაც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან მიახლოების პროცესში. პროექტის ძირითადი შედეგის სახით, 2020 წელს დასრულდება ორი მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავება.

მთავარი მომხსენებლები:

  • ბ-ნი ლევან დავითაშვილი-საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
  • ბ-ნი კარლ ჰარცელი-ევროკავშირის ელჩი საქართველოში
  • ბ-ნი არად ბენკიუ-ავსტრიის ელჩი საქართველოში
  • ბ-ნი ანდრო ასლანიშვილი- საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
  • ბ-ნი ალექსანდრე ზინკე – EUWI+ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კონსორციუმის პროექტის ხელმძღვანელი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ ქ-ნ ქეთი მეტრეველს, მისამართზე keti.metreveli@euwipluseast.eu

Languages:
რედაქტორი: