Delegation of the European Union to Uganda

ევროკავშირის საინვესტიციო ბანკი / ევროკავშირი და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ახალი საფინანსო ინსტრუმენტის საშუალებით საქართველოში მიკრო ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობენ

30/10/2019 - 13:10
News stories

· EIB სესხის მოსალოდნელი შედეგია 10,000 მიკრო მეწარმისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდა

· მაქსიმალური სარგებელი სოფლად მცხოვრებ ქალებს, ახალგაზრდებსა და სოციალურად დაუცველ პირებს

· EIB ჯგუფის მეორე მიკროსაფინანსო ოპერაცია საქართველოში

ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოში წამყვან არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტ კრისტალს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, კრისტალ4.1 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს. გარიგების მიზანია იმ მიკრო საწარმოების დაფინანსება, რომელშიც დასაქმებულთა  რაოდენობა  არ აღემატება 10 თანამშრომელს. საწარმოებისთვის გამოყოფილი 25,000 ევრომდე სესხები მიმართული იქნება ქალების, ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრები მეწარმეების განვითარებაზე. აღნიშნული ოპერაციის შედეგად, დაახლოებით 10,000 მეწარმისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება გრძელვადიანი დაფინანსება.

როგორც  EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა აღნიშნა: „დაფინანსების მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო ბიზნესს - საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დაუცველ სეგმენტს. ამ ტიპის დაფინანსება ფართოდ მოთხოვნადია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიან რეგიონში; დაფინანსება დაეხმარება მეწარმეებს თავიანთი საქმიანობის განვითარებაში, რაც საბოლოოდ გაზრდის ეკონომიკასა და ზოგადად, ქვეყანაში კეთილდღეობას.“

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი:  დღეის მდგომარეობით, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროგრამის ფარგლებში 30’000-ზე მეტმა ბიზნესმა ისარგებლა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსებითა და ტექნიკური დახმარებით. მისო კრისტალთან თანამშრომლობა კი მიზნად ისახავს დამატებით 10,000 ადგილობრივი მეწარმის მხარდაჭერას როგორც არსებული ბიზნესის განვითარებისთვის, ისე ახალი საქმიანობის წამოსაწყებად. შედეგად, დასაქმდება მეტი ადამიანი და გაჩნდება შემოსავლის ახალი წყაროები. წარმატებებს ვუსურვებთ კრისტალს და მზადყოფნას გამოვთქვამთ საქართველოში კერძო სექტორის მხარდასაჭერად.

როგორც კრისტალის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია რევიამ განაცხადა: მოხარული ვართ, რომ საფუძველი ჩაეყარა ევროპის საინვესტიციო ბანკთან პერსპექტიულ და გრძელვადიან თანამშრომლობას. კრისტალმა ხელი მოაწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და  საქართველოში მოქმედი მიკრო და მცირე საწარმოების დაფინანსება. EIB–სთან თანამშრომლობით, ჩვენ განვაგრძობთ სვლას კომპანიის მისიისკენ გავხდეთ ერთგვარი პლატფორმა საქართველოს მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების განვითარებისთვის.“

ზოგადი ინფორმაცია:

EIB-ის შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის ბანკი. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და არის ერთადერთი ბანკი, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ასევე, გამოყოფს გრძელვადიან დაფინანსებას მდგრადი ინვესტიციებისთვის და ემსახურება ევროკავშირის მიზნების მიღწევას.

მიუხედავად იმისა, რომ EIB–ის საქმიანობის 90%–ზე მეტი მიმართულია ევროპაზე,  იგი ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო და განვითარების პოლიტიკის დანერგვას.

EIB ჯგუფი ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად ჩაერთო იმ ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას  - კერძოდ, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. აღნიშნულ ქვეყნებში გამოყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მიმართულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.

 

 

EU4Business-ის შესახებ:

EU4Business ევროკავშირის ინიციატივაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) და უზრუნველყოს მათი ეკონომიკური ზრდა. ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ერთად, EU4Business ინიციატივის განხორცილებაში ჩართულია გარე ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ევროკავშირის ყველა ინიცივატივა, რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, წარმოადგენს EU4Business-ის შემადგენელ ნაწილს.

სს მისო კრისტალის შესახებ: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ერთ-ერთი წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის სასესხო პორთფელის მოცულობა 270 მილიონ ლარს შეადგენს. მთელი საქართველოს მასშტაბით, კრისტალი ემსახურება 100,000-ზე მეტ კლიენტს  51 რეგიონული ფილიალის საშუალებით. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი კვლიფიციური თანამშრომელი. ინოვაციური, საჭიროებებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, კრისტალი ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. კრისტალი პირველი არასაბანკო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტო  „FitchRatings“-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა. 2018 წლის დეკემბერში,კრისტალისაქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა (მელიორა 2018).

 

საკონტაქტო პირები:

 

Dušan Ondrejička, d.ondrejicka@eib.org, ტელ.: +352 4379 83334, მობ: +352 621 459 234
ვებ გვერდი:
www.eib.org/press - პრესსამსახური: +352 4379 21000 – press@eib.org

Languages:
რედაქტორი: