თავდაპირველად, კარლ ჰარცელი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) ესტუმრა, რომელიც ევროკავშირის პროექტის ხელშეწყობით დაფუძნდა. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), მერსი ქორფსი (Mercy Corps), ორგანიზაცია “ელვა” (Elva Community Engagement) და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო პლატფორმას, რომელიც ახალქალაქის კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის 30-მდე მოქალაქეს აერთიანებს. დღეისათვის LAG-ს შემუშავებული აქვს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში აფინანსებს ადგილობრივი განვითარების პრიორიტეტულ ინიციატივებს.
შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა ახალქალაქის განვითარების ჯგუფის მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ენების შემსწავლელი ცენტრი ოფიციალურად გახსნა. ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს უსასყიდლოდ შეისწავლონ ქართული და ინგლისური ენები.
კარლ ჰარცელი, ასევე ეწვია ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მხარდაჭერილი 16 ინიციატივიდან, ორს, კერძოდ:
ევროკავშირის ელჩმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის ციხის ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
დასასრულს, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ახალქალაქის მერთან იურიკ უნანიანთან ერთად, პირველად ოფიციალურად გახსნა ევროპის დღე ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე. ღონისძიებას 1000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე დაესწრო. თითოეულმა სტუმარმა „იმოგზაურა“ ევროკავშირის ქვეყნებში, გაეცნო ადგილობრივ პროექტებს და მიიღო ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ.