Delegation of the European Union to Thailand

პრესსპიკერის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 05/10/2020 - 16:19, UNIQUE ID: 201005_4
Statements by the Spokesperson

30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადასინჯვას.  ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო ევროკავშირმა და სხვა ძირითადმა დამკვირვებლებმა შეშფოთება არაერთხელ გამოხატეს.

30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცეს გადასინჯვას.  ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო ევროკავშირმა და სხვა ძირითადმა დამკვირვებლებმა შეშფოთება არაერთხელ გამოხატეს.

სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მოსაზრების გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რაც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს არის საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ მეტი ნდობის  შექმნის დაკარგული შესაძლებლობა.

ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და ელოდება, რომ საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შერჩევის პროცესის წესებს დამატებითად განიხილავს.

სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტებიდაცვას საკვანძო მნიშვნელობა აქვს საქართველოსადმი მისი მოქალაქეების და საერთაშორისო პარტნიორების ნდობისთვისდა ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის განვითარებისთვის.

Languages: