Délégation de l'Union européenne en Suisse
et pour la Principauté de Liechtenstein

კვირის რიცხვი:1,152,270

27/05/2020 - 07:37
News stories

(რედაქტორის შენიშვნა: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტრატეგიული კომუნიკაციის ოპერატიული სამუშაო ჯგუფი 2015 წლიდან წარმატებით ადევნებს თვალყურს დეზინფორმაცი და ატყობინებს საზოგადოებას მის შესახებ - ჩვენ გადმოვბეჭდეთ სტატი, რომლის წყარო შეგიძლიათ ნახოთ აქ.) ყველა ბმული ინგლისურ ენაზეა.
 
 
EUvsDisinfo -სბაზაში თავმოყრილმა 494- მაყალბმაინფორმაციამ,სოციალურმედიაში 1,152,270 მოწონება, გაზიარებადაკომენტარიმოაგროვა
 
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი და ოფიციალური პირი ამტკიცებს, რომ პროკრემლისტური დეზინფორმაცია დაკორონა ვირუსის შესახებ ყალბი ინფორმაცია არ არსებობს, რიცხვები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
 
19 მაისის მდგომარეობით, EUvsDisinfo მონაცემთა ბაზაში დეზინფორმაციის სულ 8508 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 494 ეხება კორონა ვირუსთან დაკავშირებულ შეთქმულების თეორიებს და შეიცავს ცრუ ინფორმაციას თავად ვირუსზე. კორონა ვირუსთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია 1608 ინტერნეტ მისამართიდან გავრცელდა. წყაროს მოკვლევა და ინფორმაციის ანალიზი BuzzSumo პროგრამის საშუალებით განხორციელდა.
 
რეაქციების რაოდენობის მიხედვით ყველაზე პოპულარული სტატია იტალიურ Sputnik-ზე გამოჩნდა. ამ ინფორმაციამ Facebook, Twitter, Pinterest და Reddit-ზე 112,800 მოწონება, გაზიარება და კომენტარი დააგროვა. დეზინფორმაციის შემცველი ეს სტატია ამტკიცებდა, რომ პოლონეთმა საკუთარი საჰაერო სივრცეარ დაუთმო რუსულ თვითმფრინავს, რომელსაც იტალიაში ჰუმანიტარული დახმარება და ექიმების ჯგუფი გადაჰყავდა.
 
რეაქციების რაოდენობის მიხედვით - 94,000 მეორე ადგილი დაიკავა orientalreview.org-ზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულმა და შეთქმულებების თეორიებით გაჯერებულმა სტატიამ. აღნიშნული სტატია ამტკიცებს, რომ კორონა პანდემია სიყალბეა; იტალია დატოვებს ევროკავშირს და ტრამპმა და პუტინმა უნდა დაასრულონ საიდუმლო ელიტებისა და ბანკირების მსოფლიოზე ბატონობა.
 
მესამე ადგილი - 68,000 რეაქციით დაიკავა რუსულენოვან cont.ws-ზე გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელიც ამტკიცებს, რომ კორონა ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა და ის ბიოლოგიური იარაღია. ასეთი განცხადება სრულად ემთხვევა ბიოლოგიური იარაღებისა და რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკულ ლაბორატორიებში ამ ვირუსის შექმნის შესახებ პროკრემლისტურ დეზინფორმაციულ ისტორიებს. 
 
მეოთხე ადგილზეა რუსულენოვანი amediainfo.ru, რომელიც ჩვენს მონაცემთა ბაზაში იყო ერთ-ერთი იმ 18 წყაროდან,  რომელმაც გამოაქვეყნა სტატია კორონავირუსისშექმნისგამო ჰარვარდისუნივერსტიტეტისპროფესორისდაპატიმრებისშესახებ. სინამდვილეში, პროფესორისდაპატიმრებასკორონავირუსთანარანაირიკავშირიარჰქონდა. სტატიაზერეაქციებისრაოდენობამ57,400 შეადგინა.
 
პირველ ხუთეულში ბოლო - მეხუთე ადგილს არაბული RT იკავებს კორონა ვირუსის შექმნაში აშშ-ის მონაწილეობის შესახებგამოქვეყნებული დეზინფორმაციით - რეაქციების რაოდენობა 51,700.
 
დეზინფორმაციული მედიის პირველი ხუთეული, პროკრემლისტური მედიის ფლაგმანებთან -Sputnik და RT-თან ერთად, ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად ბევრ სხვადასხვა ენას იყენებს. ჩვენს მონაცემთა ბაზაში შესული სტატიები, რომლებიც კორონა ვირუსს ეხება, წარმოდგენილია სომხურ, არაბულ, გერმანულ, ქართულ, რუმინულ და ა.შ., სულ 19 ენაზე.
 
ვირუსის ძალა
თუ დავაკვირდებით იმ სტატიებს, რომლებიც სოციალურ მედიაში ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს, დავინახავთ, რომ ცალკეულმა მცირე მედიასაშუალებებმა საკმაოდ ეფექტურად გამოიყენეს პანდემიით შექმნილი ვითარება.
 
BuzzSumo-ს გასული წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ რეაქციების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა მცირე მედიასაშუალებების ის მასალები, რომლებიც კორონა ვირუსს ეხება. გარდა ამისა, პირველ ადგილზე გასულ სტატიაზე რეაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მეორე და მესამე ადგილზე გასული სტატიების ანალოგიურ მაჩვენებელს.
 
I სტატია  ეხება კორონა ვირუსს. ის შესულია EUvsDisinfo მონაცემთა ბაზაში, როგორც დეზინფორმაციის შემცველი.

Languages:
რედაქტორი: