The Office of the European Union Representative
(West Bank and Gaza Strip, UNRWA)

კორონავირუსი: ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების დასახმარებლად მაკროფინანსური დახმარების რვა პროგრამა შეთანხმდა

ბრიუსელი, 11/08/2020 - 12:16, UNIQUE ID: 200811_11
Press releases

დღეისთვის, ევროკომისიამ (ევროკავშირის სახელით) რვა პარტნიორ ქვეყანასთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეათანხმა. ეს შეთანხმებები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.


დღეისთვის, ევროკომისიამ (ევროკავშირის სახელით) რვა პარტნიორ ქვეყანასთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეთანხმა. ეს შეთანხმებები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

პროგრამების მიმდინარეობა და მათი სწრაფი განხორციელება ამ ქვეყნებისადმი ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელოვანი დემონსტრირებ დღევანდელი უპრეცედენტო კრიზისის დროს.

ურთიერთგაგების მემორანდუმები უკვე შეანხმებულია ალბანეთთან, იორდანიასთან, კოსოვოსთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, საქართველოსთან, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიასათან. ოთხ ქვეყანასთან – კოსოვო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა – მემორანდუმები უკვე ოფიციალურად გაფორმდა, ხოლო  ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ტუნისთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ვალდის დომბროვსკიმ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში, აღნიშნა: ”კრიზისის დროს, მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის, აუცილებელია ჩვენი მეზობლების დახმარება. კორონავირუსის პანდემიაზე ევროკავშირის გლობალური რეაგირების ფარგლებში მეზობელი ქვეყნების ეკონომიკისთვის ყველაზე საზიანო შედეგების შერბილებისთვის ვმუშაობთ. კრიზისის დასაძლევი მაკროფინანსური დახმარების ეს პროგრამები, ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე ევროკავშირის მდგრადი მიზნების შესაბამისად ეკონომიკის რეფორმებისთვის ხელსაყრელ პირობებს უზრუნველყოფს. პროგრამები ეხმარება ამ ქვეყნებს, მათ ხალხს და კომპანიებს, პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაში მათი განსაკუთრებული სირთულეების გათვალისწინებით, 2020-21 წლებში საგარეო საფინანსო საჭიროებები დაფარონ.”ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა: ”COVID-19 პანდემია საზღვრებს არ ცნობს და მისი უპრეცედენტო ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენა მსოფლიოს ქვეყნებს აზიანებს. გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო პარტნიორი ქვეყნები ძლიერ დაზარალდნენ და ჩვენ, როგორც ევროკავშირს, გვაქვს ფინანსური ძალა, რომ მათ პანდემიის ეკონომიკური შედეგების შერბილებაში დავეხმაროთ. ევროკომისია, ევროკავშირის სახელით, მუშაობს ათ პარტნიორ ქვეყანასთან, უპრეცედენტო კრიზისის დროს მათი ძალისხმევის მხარდასაჭერად და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად. რვა პარტნიორთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, რაც  ევროკავშირის სოლიდარობის დემონსტრირებაა.”

ურთიერთგაგების მემორანდუმები ავალდებულებს დახმარების მიმღებ ქვეყნებს (ბენეფიციარებს), რომ მეორე ტრანშის მისაღებად განახორციელონ გარკვეული საქმიანობა  სექტორული პოლიტიკის სფეროში. ურთიერთგაგების მემორანდუმების შეთანხმება და მათი ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროგრამების ფარგლებში პირველი ტრანშის მისაღებად, რაც განპირობებულია პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით, მათ შორის დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის სფეროებში. ბენეფიციარი ქვეყნები ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების პროგრამით ისარგებლებენ.

ალბანეთისთვის 180 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები სახელმწიფო ფინანსების გაძლიერებას და ფინანსური სექტორის სიცოცხლისუნარიანობას, მმართველობის გაუმჯობესებას  და კორუფციასთან ბრძოლას და სოციალური დაცვის გაძლიერებას ეხება.

საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები პოლიტიკის სფეროში უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებს და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას.

იორდანიისთვის 700 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები უფრო ფართოა, რადგან ორი მაკროფინანსური დახმარების ოპერაციას მოიცავს. ისინი სახელმწიფო ფინანსების მართვას, კომუნალურ მომსახურებას, სოციალურ და შრომის ბაზრის პოლიტიკას და მმართველობას ეხება.

კოსოვოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები სახელმწიფო ფინანსების გაძლიერებას და ფინანსური სტაბილურობას, ახალგაზრდების უმუშევრობის საკითხის მოგვარებას, კარგი მმართველობის გაუმჯობესებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს.

მოლდოვასთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები სახელმწიფო ფინანსების ფინანსთა მართვის გაძლიერებას, კარგ მმართველობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ეხება.

მონტენეგროსთვის 60 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები სახელმწიფო ფინანსების გაძლიერებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და სოციალური დაცვის სფეროს რეფორმას მოიცავს.

ჩრდილოეთ მაკედონიისთვის 160 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები ფისკალური მმართველობის გაძლიერებას და გამჭვირვალობას, კორუფციასთან ბრძოლას, ფინანსურ სექტორზე ზედამხედველობას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ახალგაზრდების უმუშევრობის საკითხის მოგვარებას მოიცავს.

უკრაინისთვის 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები უფრო მასშტაბური და მრავლისმომცველია და სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობასა და კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის რეფორმას, გაზის ბაზარზე კონკურენციას, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებიმმართველობას შეეხება.

საკითხის ისტორია

მაკროფინანსური დახმარება არის ნაწილი ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ჩართულობისა გაფართოების კანდიდატ და სამეზობლოს ქვეყნებთან და ევროკავშირის მიერ კრიზისებზე საპასუხოდ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია. ის ხელმისაწვდომია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი ქვეყნებისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის  სერიოზულ პრობლემებს განიცდიან. მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის სოლიდარობის და ეფექტიანი პოლიტიკის მხარდაჭერის დემონსტრირებაა ამ ქვეყნების მიმართ დღევანდელი უპრეცედენტო კრიზისის დროს.

ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნისთვის COVID-19 პანდემიის კონტექსტში მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ 22 აპრილს იყო შემოთავაზებული, ხოლო ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ იგი 2020 წლის 25 მაისს დაამტკიცეს.

მაკროფინანსურ დახმარებასთნ ერთად, ევროკავშირი სამეზობლო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მხარს უჭერს რამდენიმე სხვა ინსტრუმენტის საშუალებით, მათ შორისაა ჰუმანიტარული დახმარება, ბიუჯეტის მხარდაჭერა, თემატური პროგრამები და ტექნიკური დახმარება, შერეული ინსტრუმენტები და კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში ინვესტიციების მხარდამჭერი, მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის გარანტიები.

 დამატებითი ინფორმაციისთვის

კორონავირუსი: ევროკომისია სამეზობლოს ათ ქვეყანას მხარდაჭერისთვის 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს სთავაზობს

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნისთვის COVID-19 პანდემიის კონტექსტში მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.

მეტი ინფორმაცია წარსულში განხორციელებულ მაკროფინანსური დახმარების ოპერაციებთან დაკავშირებით.

Contacts :

For the public: Europe Direct by phone 00 800 6 7 8 9 10 11 or by e­mail

https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_20_1457

 

Languages: