Delegation of the European Union to the Republic of Moldova

ევროკავშირი და მისი ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნები სახავენ ამოცანებს რათა გამოიყენონ ყველა საშუალება გარემოს დაცვისა და მისი სრული გამწვანებისათვის

ბრიუსელები, 28/06/2019 - 02:00, UNIQUE ID: 190701_3
Press releases

27-28 ივნისს ევროკავშირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთის რესპუბლიკა და უკრაინა, შეიკრიბნენ, რათა განსაზღვრონ პრიორიტეტები და შეიმუშაონ ერთიანი სამოქმედო გეგმა და შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და მისი სრული გამწვანების მიმართულებით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "ევროკავშირი გარემოსდაცვისთვის” (EU4Environment) პროგრამი ფარგლებში, ბრუსელში გამართულ საზეიმო ღონისძიების გახსნაზე, მონაწილეობდნენ საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენლები, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ევროკავშირის სახვადასხვა ინსტიტუტებიდან და საერთაშორისო პარტნიორული ორგანიზაციებიდან, როგორიცაა: ეკონომიური თანამშრომლობისა განვითარების ორგანიზაცია(OECD), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UNECE), გაეროს გარემოს დაცვის ორგანიზაცია, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მსოფლიო ბანკი.

 

ღონისძიებაზე ყველა პარტნიორს მიეცა შესაძლებლობა შეემუშავებინა საკუთარი სამუშაო გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნება თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ეკოლოგიური ზიანის მიყენების გარეშე და მიმართულია საზოგადოებრივი მდგრადობის გაძლიერებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობისაკენ.

 

"ჩვენი თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გარემოს საკითხებთან მიმართებაში დღეს უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე და ეს საკმაოდ დადებითად აისახება რეგიონის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ევროკავშირთან და მის აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად ჩვენ ერთ გუნდად ვიბრძვით გარემოს დასაცავად და კლიმატის გამოწვევების დასაძლევად. დროის დაკარგვა არ შეიძლება. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ. რათა დავსახოთ შემდგომი ამოცანები“ - განაცხადა ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ.

 

სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მზად არიან აქტიურად განახორციელონ დასახული ამოცანები მდგრადი განვითარების კუთხით და აიღონ სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, რომელიც განსაზღვულია პარიზის შეთანხმების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით კლიმატური ცვლილებების შესახებ.  გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირმა ყველა პარტნიორთან ერთად გადაინაწილა გარკვეული ამოცანები "20 შედეგი  2020 წლისათვის“ ფარგლებში. ამ კონტექსტში, ევროკავშირის გარემოს დაცვის პროგრამა მხარს უჭერს ქვეყნებს  მიმართონ თავიანთი ძალები უფრო ეფექტური და მდგრადი ეკონომიკისკენ, ასევე დაძლიონ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სირთულეები. დამატებითი ღონისძიბები განხორციელდება ევროკავშირის პროგრამა EU4Climate-ის ფარგლებში.

 

 

ევროკავშირის პროგრამა EU4Environment ეყრდნობა იმ პოზიტიურ შედეგებს, რაც მოჰყვა მის მიერ დაფინანსებულ წინა პროექტებს, რასაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა პოლიტიკურ და სამეწარმეო სფეროებზე. მაგალითად, წინა სამუშაოებმა ხელი შეუწყო ახალი კანონების მიღებას გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში, შემუშავებულ იქნა ახალი გეგმები და საინვესტიციო პროექტები აზერბაიჯანიში, ბელრუსიაში, საქართველოში, მოლდოვსა და უკრაინაში. 400-ზე მეტმა საწარმომ მიიღო კვალიფიციური რჩევა გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით, რამაც წლიურად 10 მილიონამდე ევროს დანაზოგი მოიტანა. ექვსმა აღმოსავლეთის პარტნიორმა ქვეყანამ დამატებით დაასახელა ბელგიაზე ოთჯერ დიდი ტერიტორია, რომელიც უნდა იყოს დაცული.

 

ძირითადი ინფორმაცია:

 

ევროკავშირის პროექტი EU4Environment არის ევროკავშირის მიერ დაფინასებული 20 მილიონიანი ევროს პროექტი, რომელიც ეხმარება სასომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდავეთის რესპუბლიკასა და უკრაინას განახორციელონ პარიზის ხელშეკრულება კლიმატური ცვლილებების შესახებ, რაც გულისხმობს კლიმატური პოლიტიკისა და მასთან მიმართებაში საკანონმდებლო ნორმების დახვეწას, რითაც შემცირდება კლიმატური ცვლილებების უარყოფითი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. ევროკავშირის ამ პროექტში მონაწილეობს ექვსი ქვეყანა, რომელთა მიზანია გაუფრთხილდნენ და სწორი მიმართულებით გამოიყენონ თავიანთი ბუნებრივი რესურსები, გაზარდონ თავიანთი ხალხის კეთილდღეობა და გამოიყენონ ყველა საშუალება თავიანთი ქვეყნების განვითარებისათვის. ამაში იგულისხმება მაგალითად, ბიზნესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობა ენერგიის, წყლისა და მასალების დაზოგვის კუთხით. წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები კონსულტაციას უწევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას როგორ შექმნან უკეთესი გარემო პირობები, როგორ გამოიყენონ სწორად ყველა რესურსი და ეფექტურად განსაზღვრონ ფინანსები, შექმნან ძლიერი ადმინისტრაციული გუნდი.

(EU4Environment) ევროკავშირი გარემოსათვის დამატებითი ინფორმაციისთვის:

 

https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/projects/eu4environment

 

 

(EU4Environment) ევროკავშირი გარემოსათვის რეგიონალური შეხვედრის შესახებ:

 

http://www.oecd.org/environment/outreach/inaugural-eu4environment-regional-assembly.htm

 

 დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

პეტერ კარლსონს, კომუნიკაციების კოორდინატორს, EU4Environment, OECD, peter.carlson@oecd.org

 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: