Delegation of the European Union to the Republic of Moldova

ერთობლივი განცხადება ღირსების მარშის გადადების თაობაზე

Tbilisi, 22/06/2019 - 10:55, UNIQUE ID: 190622_1
Remarks

მივესალმებით თბილისი პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებას 2019 წლის 22 ივნისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" გადადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ, არსებული ვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია.
ამავდროულად კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მიერ 2019 წლის 17 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც მოუწოდა პასუხისმგებელ მხარეებს შეთანხმებულად გამოეყენებინათ მათ ხელში არსებული ყველა ბერკეტი დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, რასაც ლგბტ+ თემი განიცდის. მივესალმებით თემსა და მთავრობას შორის თემის პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტის მიზნით გასული კვირების მანძილზე გამართულ კონსულტაციებს. გვჯერა, რომ მრავალფეროვნების პატივისცემა ხელს უწყობს დემოკრატიის გაძლიერებასა და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
 გაერო სქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავსტრიის საელჩო საქართველოში
აშშ საელჩო საქართველოში
გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში გერმანიის საელჩო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოში
შვედეთის საელჩო საქართველოში

Languages:
რედაქტორის ნაწილი: