Delegation of the European Union to the Republic of Moldova

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი

24/11/2017 - 09:50
ახალი ამბები

2017 წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი გაიმართება.

პრესასთან ურთიერთობის სამსახური:
პრებენ აამანი
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი
პრეს-სპიკერი
+32 22815150
+32 476850543
 
 ელეინ ტავერიტი
პრესასთან ურთიერთობის ოფიცერი
+32 22813684
+32 475635962

 

ინფორმაცია მედიისათვის (ინგლისურად)

2017 წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი გაიმართება.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობის ხელმძღვანელი პირები და ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა მზად არიან მომავალში თანამშრომლობისათვის.  ისინი ასევე შეაჯამებენ  2015 წლის რიგის სამიტის შემდეგ განხორციელებულ ქმედებებს,  განსაკუთრებით, იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომლებიც მიმართული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე.  

აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებული მიდგომის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა 2020 წლისათვის  20 ძირითადი მიზანი შეიმუშავა, ბრიუსელის სამიტისთვის განსახორციელებელ კონკრეტულ ქმედებებთან ერთად.

ამ მიზნების მისაღწევად, თანამშრომლობა ეფუძნებოდა რიგაში 2015 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე შეთანხმებულ ოთხ ძირითად პრიორიტეტულ სფეროს:

  1. ძლიერი ეკონომიკა: ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ბაზრის შესაძლებლობების ათვისება კეთილდღეობის გაზრდის მიზნით;
  2. ძლიერი მმართველობა: ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა;
  3. ძლიერი კავშირები: ურთიერთკავშირების გაღრმავება, ენერგოეფექტურობა, გარემო და  კლიმატის ცვლილება;
  4. ძლიერი საზოგადოება:  მობილობა და ხალხთაშორისი კონტაქტები.

 

1. 20 შედეგი 2020 წლისთვის: რეალური სარგებელი მოქალაქეებისათვის

2. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები: ფაქტები და რიცხვები

3. ევროკავშირი მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას საქართველოში

4. მითები აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ

 

ძირითადი თემატური ღონისძიებები

აღმოსავლეთ პარტნიორობა სცდება მთავრობათა შორის არსებულ ურთიერთობებს. ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ბიზნესი და სხვა დაინტერესებული მხარეები მჭიდროდ არიან დაკავშირებული შესაბამის თემატურ ღონისძიებებთან.

ეს ღონისძიებები ორგანიზებულია სამიტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში, ევროკავშირის საბჭოს ესტონეთის სახელმწიფოს თავმჯდომარეობასთან პარტნიორობით.

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის 3-მე ახალგაზრდული ფორუმი 2017 წლის 22-23 ივნისს, ვარშავაში გაიმართა. 300 მონაწილე ჩართული იყო დებატებში აქტიური მოქალაქეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის საკითხებზე. მათ შეიმუშავეს რიგი რეკომენდაციებისა ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.  

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდული ფორუმი

რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის 3-მე ახალგაზრდული ფორუმიდან (ინგლისურად)

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონფერენციის (CORLEAP) ყოველწლიური შეხვედრა 12 სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართა. ღონისძიება ყურადღებას ამახვილებდა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან კავშირების გაღრმავების აუცილებლობის  საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.   რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონფერენცია
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის 2-ე მედია კონფერენცია  2017 წლის 13 სექტემბერს, კიევში გაიმართა. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა მედიის განვითარების და პროფესიული ჟურნალისტიკის საჭიროებები თანამედროვე სამყაროში.  ღონისძიებას 350 მონაწილეზე მეტი ესწრებოდა, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს მედიის წინაშე არსებული გამოწვევა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენცია

  • ელექტრონული პარტნიორობის კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის  2017 წლის 4 ოქტომბერს, ტალინში გაიმართა.

ღონისძიებაზე წარდგენილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის სფეროში მიღწეული დადებითი შედეგები. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. ამ ღონისძიებისათვის მომზადდა ანგარიში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კიბერუსაფრთხოებისა და ელექტრონული დემოკრატიის საკითხებზე.

ელექტრონული პარტნიორობის კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის

  • : კიბერ სივრცის უსაფრთხოების და ელექტრონული დემოკრატიის საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ინგლისურად)
  • ევროპის ახალგაზრდული კონფერენცია 2017 წლის 23-26 ოქტომბერს, ტალინში გაიმართა. წელს ღონისძიებაში  პირველად მიიღეს მონაწილეობა თორმეტმა ახალგაზრდამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ისინი შეუერთდნენ 250 გადაწყვეტილების მიმღებ პირს და ახალგაზრდობის წარმომადგენელს, დღეს ევროპაში ახალგაზრდებისათვის ყველაზე აქტუალური საკითხებისა და მათი მოგვარების გზების განსახილველად.
  • პის ახალგაზრდული კონფერენცია
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია 2017 წლის 25-26 ოქტომბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 ყოველწლიურ ასამბლეასთან ერთად გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემები იყო მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობა, დემოკრატიული მმართველობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ელექტრონული გადაწყვეტები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 ყოველწლიური ასამბლეა

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმი 2017 წლის 26-27 ოქტომბერს, ტალინში გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს სამთავრობო პროცესების გაუმჯობესება ციფრული ეკონომიკისთვის საფუძვლის შექმნის მიზნით. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობა, ლოჯისტიკა, ელექტრონული ვაჭრობა და საერთაშორისო ბიზნესის დაფინანსება. ღონისძიებას დაესწრო 500-ზე მეტი ბიზნეს ლიდერი, მთავრობის წარმომადგენელი და პოლიტიკის შემმუშავებელი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.  

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის. ეს საშუალებას მისცემს ევროპის საინვესტიციო ბანკს, გასცეს სესხები უკრაინაში ეროვნულ ვალუტაში. ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ფონდი (EIF) ევროკავშირის მხარდაჭერით ასევე ხელს მოაწერენ დამატებით სამ ხელშეკრულებას ადგილობრივ ბანკებთან. ხელშეკრულების მიზანია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ადგილობრივი ბიზნესების გადაუდებელ საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმი

 

რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობა?

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (EaP)  წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, რომელშიც ჩართულია ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და  აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა. 

ინიციატივა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა“ (ENP) 2004 წელს შემუშავდა, როგორც ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მომწესრიგებელი ჩარჩო-შეთანხმება. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ შეიქმნა როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც გულისხმობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ თანამშრომლობას.

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის ურთიერთობას განსაზღვრავს შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულებები, როგორიცაა: ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და პარტნიორული პრიორიტეტები. 

ასოცირების შეთანხმებამ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ (AA/DCFTAs ), რომლებსაც 2014 წელს მოეწერა ხელი, ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. შეთანხმებების მიზანია პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება. მათ საფუძველზე უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეფორმები, რათა მოხდეს პარტნიორი ქვეყნების კანონდებლობისა და სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ხელშეკრულებების მიზანია, მოქალაქეთა ცხოვრების თვალსაჩინოდ გაუმჯობესება. ამის ნათელი მაგალითია ვიზალიბერალიზაცია, რომელიც საქართველოსა და უკრაინისათვის ძალაში შევიდა 2017 წელს, მოლდოვას რესპუბლიკის კვალდაკვალ (2014 წ).    

2015 წელს „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ინიციატივის გადახედვის შედეგად, განსხვავებული მიდგომა იქნა გამოყენებული სომხეთის, აზერბაიჯანის და ბელორუსის მიმართ. კერძოდ, ახალი ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების მოლაპარაკება იქნა მიღწეული სომხეთთან, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დროს ითვალისწინებს სომხეთის სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან, ახალი თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნის შესახებ, რომელიც უკეთ ასახავს საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს. ბელორუსთან ევროკავშირი აძლიერებს თანამშრომლობას ყურადღებით შერჩეული ორმხრივი ნაბიჯებით.

 

ფინანსური თანამშრომლობა

2014-2020 წლებში „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტი“ (ENI) წარმოადგენდა ევროკავშირის მთავარ ფინანსურ ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან თანამშრომლობისათვის.       2014-დან 2017 წლამდე, პარტნიორებმა მიიღეს 2.8 მლდრ. ევროს ღირებულების მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მიერ ერთობლივად შეიქმნა მრავალწლიანი მხარდაჭერის ჩარჩო-პროგრამა 2017/2018-2020 წლებისათვის. ეს პროგრამა, როგორც 2020 წლამდე სამოქმედო გეგმა, ფარავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხივე პრიორიტეტულ მიმართულებას.

დამატებითი ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.