Delegation of the European Union to the Republic of Moldova

ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია მიზნად ისახავს კიბერ უსაფრთხოებისა და ელექტრონული მმართველობის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

Bruxelles, 04/10/2017 - 09:10, UNIQUE ID: 171004_2
Press releases

დღეს, ესტონეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის განვითარებას და კიბერ უსაფრთხოების გაუმჯობესებას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, 5 ოქტომბერს, გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი ციფრული ეკონომიკის შესახებ, ხოლო ერთი დღის შემდეგ - 6 ოქტომბერს, ევროკავშირის მინისტერიალი ელექტრონული მმართველობის საკითხებზე.

„ელექტრონული პარტნიორობის კონფერენცია“ (e-Partnership Conference) ტალინში გაიმართება და მასში 150-ზე მეტი ექსპერტი და საჯარო მოხელე მიიღებს მონაწილეობას როგორც სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან,  ბელორუსიდან, საქართველოდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. მონაწილეები განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მონაცემთა გამოყენებასა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებს სამთავრობო პროცესების გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით.  კონფერენცია ასევე იძლევა შესაძლებლობას, რეგიონის მასშტაბით შეფასდეს კიბერ სივრცის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი და მოხდეს იდეების ჩამოყალიბება არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. 

ესტონური ელექტრონული მმართველობის აკადემიის მიერ იგეგმება ელექტრონული დემოკრატიის საკითხებზე ჩატარებული საველე კვლევის პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში. კვლევის წარდგენის ხილვა პირდაპირ ეთერში შესაძლებელია აქ:

ციფრული საცალო ბაზრის ვიცე-პრეზიდენტი, ანდრუს ანსიპი, რომელიც ტალინში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის სახელით, აღნიშნავს: „ევროკავშირი აგრძელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნებთან  მჭიდრო  თანამშრომლობას  ციფრული მიმართულებით, აკეთებს  რა  აქცენტს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის  გავრცელებაზე, იმისათვის, რომ მოხდეს ეკონომიკის და ელექტრონული სერვისების განვითარების ხელშეწყობა, ციფრულ სფეროში მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და როუმინგის ტარიფების შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ციფრული სერვისების გამოყენება  ხელს უწყობს ეფექტურ და გამჭვირვალე მმართველობას და სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისათვის.“ 

აღმოსავლეთ პატნიორობის ციფრული ეკონომიკის მინისტერიალი ასევე ტალინში, ზუსტად ერთი დღის შემდეგ, 5 ოქტომბერს, გაიმართება. შეხვედრაზე ხელი მოეწერება დეკლარაციას „ციფრული ეკონომიკის შესახებ“ ევროკავშირსა და ექვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას შორის.  მოსალოდნელია, რომ დეკლარაცია მოიცავს მხარეთა ვალდებულებებს, გაარღმავონ თანამშრომლობა ექვსი პრიორიტეტული მიმართულებით: ელექტრონული კომუნიკაცია და ინფრასტრუქტურა, ნდობა და უსაფრთხოების საკითხები, ელექტრონული ვაჭრობა, ციფრული უნარები, ICT ინოვაციები, სტარტაპების ეკოსისტემები და ელექტრონული ჯანდაცვა. 

და ბოლოს, 2017 წლის 6 ოქტომბერს, ტალინში, ელექტრონული მმართველობის საკითხებზე ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება. ევროკავშირი და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ იმ  ღონისძიებებს, რომლებიც საჭიროა მთავრობის შემდგომი წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად და შეაფასებენ ევროპის საჯარო მმართველობის მოდერნიზაციის პროცესში მიღწეულ შედეგებს, რომლის მიზანია პროდუქტიული ევროპული საზოგადოების და ციფრული საცალო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით სერვისზე ორიენტირებული, სანდო და ინოვაციური მთავრობის შექმნა ყველა დონეზე.

 

ზოგადი ინფორმაცია:

„ელექტრონული პარტნიორობის კონფერენცია“ ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის (ECEAP) და ელექტრონული მმართველობის აკადემიის (EGA) მიერ, ევროკომისიასთან და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით. 

4 და 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა ფარგლებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი ამა წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართება. ევროკავშირის მიერ ხორციელდება 13 მილიონი ევროს ინვესტიცია პროექტში EaP Connect, რომელიც მიზნად ისახავს მაღალსიჩქარიანი ციფრული კავშირების გაუმჯობესებას ექვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას შორის. პროექტის ხანგრძლივობაა 2015-2020 წლები. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.