Delegation of the European Union to the Republic of Moldova

ევროკავშირმა გააგრძელა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად

28/06/2017 - 13:04
ახალი ამბები

დღეს, ევროკავშირმა გაახანგრძლივა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ სრულად არ ხორციელდება მინსკის შეთანხმებები, რომელთა მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაა.

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წლის ივლისში დაუწესა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ხელყო უკრაინის სუვერენიტეტი ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლთა და შეიარაღების გაგზავნით. ეს სანქციები არ არის მიმართული რუსეთის მოსახლეობაზე, არამედ მიზნად ისახავს უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის შეცვლის მიღწევას.

2015 წლის 19 მარტს, ევროპული საბჭო დათანხმდა სანქციების ხანგრძლივობა დაეკავშირებინა მინსკის შეთანხმებების სრულ განხორციელებასთან, რაც უნდა მომხდარიყო 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

დღეს, მინსკის ხელშეკრულებების განხორციელების შესახებ 22-23 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა ერთხმად დაეთანხმა სანქციების 2017 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას.

სანქციები მიმართულია ფინანსური, ენერგო და თავდაცვის სექტორებზე, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სფეროზე. ეს მოიცავს რუსეთის მიმართულებით იარაღის და სამხედრო მიზნისთვის გამოყენებადი პროდუქციის ექსპორტის აკრძალვას.  

Languages: