ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ქართული კომპანია „მეღვინეობა შილდა“ ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს გამარჯვებული გახდა

19/06/2019 - 10:43
News stories

18 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირმა ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს გამარჯვებულები დაასახელა. ჯილდო პირველად წელს გამოცხადდა და გამარჯვებული ქართული ენერგოეფექტური კომპანია „მეღვინეობა შილდა“ გახდა.

მეღვინეობა შილდა “, რომელიც 2014 წელს დაარსდა, საქართველოში მეღვინეობით ცნობილ რეგიონში, კახეთში მდებარეობს. კომპანიამ ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და ეკოლოგიურად უსაფრთხო ღვინის წარმოების პროცესის გამოყენება დაიწყო, რამაც ის რეგიონში პირველი გარემოს მიმართ მეგობრული ღვინის მწარმოებელი გახადა. დღეს, კომპანიამ 60%-ით შეამცირა ენერგიის მოხმარება და წლიურად კომუნალურ გადასახადებზე 60, 000€-ზე მეტს ზოგავს.

ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდომ 50-ზე მეტი აპლიკაცია მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან, რომლებიც საზოგადოებისა და ბიზნესებისთვის სასარგებლო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებს მოიცავდა. ჟიურიმ 6 ფინალისტი შეარჩია, რომელთა შორის იყო: სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბიო გათბობის გამოყენება (სომხეთი), განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ქალაქ ნოვოგრუდოკში (ბელარუსი), ბიომასა და ენერგოეფექტურობა ბუსილას პრიჩინდელის საბავშვო ბაღში (მოლდოვა), ქართული ღვინო და ღვინის კომპანია „მეღვინეობა შილდა“ (საქართველო), ენერგიის მოხმარებისა და CO2_ის გამოყოფის შემცირება დოლინაში (უკრაინა), საინჟინრო ტრენინგი გარემოს მიმართ მდგრადი მრეწველობის განვითარებისათვის (უკრაინა).

შერჩეულმა 6-მა ფინალისტმა საჯარო ონლიან კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში, 2019 წლის 28 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ყველა შემოსული ხმა გადამოწმდა და დაითვალა. მიღებული ხმები ჟიურის ხმებთან შეჯამდა და გამოვლინდა გამარჯვებული.

ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის 2019 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის შემადგენელი ნაწილი იყო და წელს პირველად, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქყვეყანას მოიცავდა (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). ჯილდო განკუთვნილია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტებისათვის, რომლებიც მოქალაქეებსა და თემებს ენერგიის დაზოგვასა და მდგრადი რესურსების გამოყენებაში ეხმარება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ: თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

Languages:
რედაქტორი: