ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

EEAS RSS Feeds

Displaying 81 - 90 of 498

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, რომელიც ხორციელდება ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმის მიერ, დაეხმარება საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესში

Languages:

საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანმა ექსპერტებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“, რომელიც 2019 წლის 8 აპრილს თბილისში გაიმართა.

Languages:

წელს პირველად ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე - 4 აპრილი - სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კამპანიით აღინიშნა. კამპანიის სლოგანია „სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“.

Languages:

2019 წლის 3 აპრილს, ევროკავშირის მისიამ ბრიუსელიდან, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის, ჯონ კლარკის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტი მოინახულა. ევროკავშირის დელეგაცია თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფისა (LAG) და პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის, ასცოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შემდეგ, დელეგაცია სოფელ წინწყაროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრა.

Languages:

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ და ევროიუსტის პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰარმანმა ხელი მოაწერეს „ევროიუსტთან“ თანამშრომლობის შეთანხმებას კრიმინალურ საკითხებში, რაც ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიაში ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულებებთან ერთობლივი ბრძოლის გაძლიერებას ემსახურება. ეს ევროიუსტთან დადებული პირველი შეთანხმებაა, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლებრივ და სტრატეგიულ თანამშრომლობას და უზრუნველყოფს ინფორმაციისა და მტკიცებულებების სწრაფად და უსაფრთხოდ მიმოცვლას. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ბატონი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში და საქართველოს მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირები.

Languages:

წელს პირველად ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე - 4 აპრილი - სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური მასშტაბის კამპანის ჩატარებით აღინიშნება. კამპანიის სლოგანი არის „სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“. 4-დან 10 აპრილის ჩათვლით კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები კავკასიის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში და შეიქმნება საინფორმაციო მასალები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

Languages:

ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, თბილისში, სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით „LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“ მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლის სექტორში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივების განხილვას, აგრეთვე, ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

Languages:

“დაცული ტერიტორიების მთავარი მისიაა, უზრუნველყოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და მისი საჯარო ხელმისაწვდომობა. ყველა ადამიანს, როგორც საქართველოს მოქალაქეს ასევე უცხოელს, აქვს უფლება მიიღოს სიამოვნება ველური ბუნების თვალიერებით. რაც უფრო მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ამგვარი დასვენების საშუალება აქვს, მით უფრო მაღალია საზოგადოების კეთილდღეობის დონე“ – ეს არის იდეა, რომელმაც ათობით ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციის „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ფარგლებში გააერთიანა.

Languages:

საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში ბ-ნი პედრო სერანო საქართველოს სტუმრობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად

Languages:

19 მარტს, ევროკავშირმა, პარტნიორ ორგანიზაცია CENN-თან ერთად, წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი ოფიციალურად წარადგინა. პროექტის მიზანია ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ბიზნესკავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმება და მუნიციპალიტეტის სხვა ადგილობრივი ჯგუფების მხარდაჭერა.

Languages:

Pages