ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

EEAS RSS Feeds

Displaying 11 - 20 of 600

ფინანსებზე წვდომა, ახალ რეგულაციებთან ადაპტირება და ბაზრის ცვლილებებთან გამკლავება - ეს არის  იმ გამოწვევების ნაწილი,  რომლის წინაშეც აღმოჩნდა ბიზნესი COVID-19-ის კრიზისის დროს.  EU4Business (ევროკავშირი ბიზნესისთვის) პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის  სპეციალური ვებგვერდი, COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს აერთიანებს.
Languages:

8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური  პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება. პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, რომლის შედეგად უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში,  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს  8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად  შესრულებისკენ.

Languages:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად საქართველოს მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.

Languages:

ევროკავშირის მხარდაჭერით ხობსა და ხარაგაულში რიგით 77-ე და 78-ე ადაპტირებული საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა. ამ ცენტრების საშუალებით სახელმწიფო სერვისებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 55,000 ადამიანს მიეცემა.

Languages:

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-მა დიდი ზარალი მიაყენა ტურიზმს, ამ სფეროს წარმომადგენლები უკანდახევას არ აპირებენ.

Languages:

 

რატომ მოითხოვა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, რომ დაენიშნათ საქართველოში? მის პასუხებს ამ და სხვა საკითხების შესახებ უყურეთ ტელეკომპანია „ფორმულას“ ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა „დროებას“ მიერ მომზადებული სიუჟეტის პირველ ნაწილში.

 

Languages:

წყალდიდობისგან დაზიანებული თბილისის პარკის აღდგენა „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მხარდაჭერით მოხდა.

Languages:

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრების ვიდეო კონფერენციას, რომელშიც ასევე სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მონაწილეობდა.

ვიდეო კონფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და მათი კოლეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) 2020 წლის 18 ივნისს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეო კონფერენციის მოსამზადებლად შეიკრიბნენ.

Pages