ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

EEAS RSS Feeds

Displaying 1 - 10 of 636

დღეისთვის, ევროკომისიამ (ევროკავშირის სახელით) რვა პარტნიორ ქვეყანასთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეათანხმა. ეს შეთანხმებები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

Languages:

  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) კრედო ბანკს - საქართველოს წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ძირითადად სოფლად და სასოფლო-სამეურნეო სექტორში არსებულ ბიზნესებს ემსახურება - ეროვნულ ვალუტაში 10 მილიონი ევროს ოდენობის  სესხით უზრუნველყოფს;
Languages:

საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირმა დამატებით 7,15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

Languages:

94,000 ევროს (319,600ლ) ღირებულების ტექნიკა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში.

Languages:

Pages