ევროკავშირი ასახელებს გამარჯვებულ პროექტს კონკურსში ”საქართველოში ევროპული ბიზნესის და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა”

29.04.2021

4 მარტს გამოცხადებული კონკურსის - საქართველოში ევროპული ბიზნესის და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობაშედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირი აცხადებს, რომ გამარჯვებული პროექტწარდგინა საქართველოს ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA Georgia).

პროექტის მიზანია ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისება, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების ხელშეწყობა და ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვა. კერძოდ, პროექტის ამოცანებია:

  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობების განმტკიცება, განსაკუთრებით ბიზნესის დაბრკოლებების აღმოფხვრის მხრივ;
  • ბიზნესის, მომხმარებელთა / ბენეფიციართა და ხელისუფლებას შორის სამართლიანი, ღია და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიისთვის და განსაკუთრებით წევრი ქვეყნების იმ საელჩოებისთვის, რომელსაც საქართველოში  ორმხრივი სავაჭრო პალატა არ გააჩნია, მთავარი პარტნიორის დადგენა, რომელიც ასევე გადასცემს სხვა არსებული (ზოგადი / სექტორული / ორმხრივი) ბიზნეს ორგანიზაციების მოსაზრებებს.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა:

გულითადად ვულოცავ საქართველოს ევროპულ ბიზნეს ასოციაციას (EBA Georgia) ამ კონკურსში გამარჯვებას, რომელიც მან გულმოდგინე მუშაობით და ძლიერი საპროექტო განაცხადის წარდგენით მოიპოვა! ველოდები მომავალ წლებში ჩვენს ერთობლივ მუშაობას. დიდი მადლობა ყველა განმცხადებელს დაინტერესებისა და ხარისხისხიანი საპროექტო წინადადებებისთვის. მოვუწოდებ ამ განმცხადებლებს და სხვა რელევანტურ ორგანიზაციებს, გამოიყენონ შესაძლებლობა საქართველოს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia) მხრიდან სამომავლო მოწვევებთან დაკავშირებით და ერთად იმუშაონ ინკლუზიური პლატფორმის შესაქმნელად. ველოდებით, რომ წვლილს შეიტანთ პროექტის განხორციელებაში ევროპული ბიზნესის და ევროკავშირ - საქართველოს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.